საერთაშორისო მუსიკალური შეჯიბრება – Red Bull Turn It Up – 14 ნოემბერს, საქართველოში პირველად, კლუბ SAMA-ში გაიმართება. კონკურსის ფორმატი დიჯეებს მუსიკალურ გამოწვევებს სთავაზობს, სადაც ტექნიკური შესაძლებლობების გარდა მონაწილეებს შემოქმედებითი ხედვის, სწრაფი რეაგირებისა და აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარის გამოვლენაც მოუწევთ.
პირველ ქართულ შეჯიბრებაში ოთხი წინასწარ შერჩეული დიჯეი/სელექტორი: Tropic Ananana, Halal Gvantsal, noki და NAKASHA მიიღებენ მონაწილეობას. მათი მთავარი ამოცანა თემატურ გამოწვევებზე შემოქმედებითი პასუხის გაცემა და მსმენელების ხმების მოპოვებაა.
Red Bull Turn It Up-ის შეჯიბრება სამი რაუნდისგან შედგება.
რაუნდების განმავლობაში დიჯეები წინასწარ განსაზღვრულ თემებზე რამდენიმე წუთის განმავლობაში B2B (Back-to-Back) ფორმატში დაუკრავენ. გამარჯვებულს აუდიტორია გამოავლენს. მონაწილეებს კრეატიულობის, ენერგიისა და მუსიკალური არჩევანის მიხედვით შეაფასებენ და ფავორიტს წითელი ან ლურჯი ფერის მანათობელი სამაჯურების აწევით გამოავლენენ.
თითოეული წყვილის გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალურ რაუნდში დაუპირისპირდებიან. თემატურ გამოწვევებთან ერთად, ფინალისტებს საკუთარი მუსიკალური გემოვნებისა და იმპროვიზაციის უნარის წარმოსაჩენად ფრისტაილის რაუნდიც ექნებათ.
Red Bull Turn It Up-ს მხოლოდ ერთი გამარჯვებული ეყოლება. ქართველი ფინალისტი კი 2027 წლის თებერვალში, დუბლინში დაგეგმილ საერთაშორისო ფინალში საქართველოს სახელით წარდგება.
საღამოს შეჯიბრების დასრულების შემდეგ მუსიკალურ პროგრამას Kordz გააგრძელებს.
კლუბ SAMA-ს კარი 20:00 საათზე გაიხსნება. ბილეთების შეძენა კი Tkt.ge-ზე არის შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.redbullturnitup.com