Bedford Falls ევროპულ საკონცერტო ტურს აანონსებს

Bedford Falls-ის კონცერტებზე, სპეციალურად მიწვეული სტუმრის სტატუსით, ქართველი არტისტები – Creams და „თამადა“ წარდგებიან.
Bedford Falls. კადრი მუსიკალური ვიდეოდან KINO.

ტურნეს ფარგლებში ქართული ბენდი Bedford Falls ევროპის ქალაქებში კონცერტებს გამართავს. ტურნე 2023 წლის 14 მაისს დაიწყება და 21 მაისს დასრულდება. ერთი კვირის განმავლობაში ოთხი კონცერტია დაგეგმილი. ჯგუფი აუდიტორიის წინაშე ბერლინში, ჰამბურგში, რიგასა და ვილნიუსში წარდგება. 

ჩვენი ევროპული ტურის ინიციატივა დავით [ცო] ცინცაძისგან მოდის, რომელიც ჯერ კიდევ ორი  წლის წინ შეგვპირდა, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა. შემდეგ პანდემია დაემთხვა, თუმცა საბოლოოდ აქამდეც მოვედით. ტურის ორგანიზატორია Strauss Entertainment, კომპანია, რომელიც Tbilisi Open Air-ისთვის არტისტებს ჯავშნის. ასე რომ ამ გუნდს გამოცდილება ნამდვილად არ აკლია.“ – აღნიშნავს ბენდის ფრონტმენი, დათო ჯიქია „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას. 

Bedford Falls-ის კონცერტებზე, სპეციალურად მიწვეული სტუმრის სტატუსით,  ქართველი არტისტები  – Creams და „თამადა“ წარდგებიან.

დათო ჯიქია:

მუსიკალური ლაივები  უფრო განსაკუთრებული რომ  გაგვეხადა, სხვა გამორჩეულ ქართველ არტისტებთან სცენის გაზიარება გადავწყვიტეთ. გერმანიაში  დაგეგმილ კონცერტებზე მოწვეული არტისტი Creams იქნება, რიგასა და ვილნიუსში კი Tamada, რომელიც რიგაში რამდენიმე წელი ცხოვრობდა. ყველაზე მეტად ის გვახარებს, რომ უცხოურ აუდიტორიას ახალ მუსიკას მოვასმენინებთ, კომპოზიციებს, რომლებზეც ბოლო ორი წლის განმავლობაში ვმუშაობთ. ეს სიმღერები ჩვენს ახალ ალბომში შევა და სულ მალე  დარელიზდება.“

როგორც Bedford Falls-ის დათო ჯიქია აღნიშნავს, ევროპული საკონცერტო ტურის გარდა, ბენდს ბევრი გეგმა აქვს და მსმენელს არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე ელოდება. 

Bedford Falls ქართული ალტერნატიული ჯგუფია, რომელიც 2014 წელს ჩამოყალიბდა. ბენდის მუსიკალურ შემადგენლობაში არიან: დათო ჯიქია (ვოკალი, რიტმული გიტარა), მიხო კალანდარიშვილი (წამყვანი გიტარა) გიორგი მიგრიაული (ბას-გიტარა) და სანდრო დიასამიძე (დრამი). 

გაეცანით Bedford Falls-ის ევროპული ტურის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტების განრიგს: 

ბერლინი – 14 მაისი

ჰამბურგი  – 17 მაისი

რიგა  – 19 მაისი

ვილნიუსი – 21 მაისი

ნახეთ  Bedford Falls-ის მუსიკალური ვიდეო, რომელიც გადაღებულია კომპოზიციაზე – KINO: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Lady Heroine-მა ახალი ალბომი Post Punk წარადგინა

შემდეგი სტატია

სელენა გომესი ძილის შემდგომი ვარცხნილობის სასაცილო ფოტოს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი