2023 წლის Met Gala-ზე რიანა საპატარძლო კოსტიუმით მივიდა

ბარბადოსელი ვარსკვლავი ღონისძიებაზე თავის პარტნიორთან, A$AP Rocky-სთან ერთად მივიდა. რიანამ კოსტიუმირებული საღამოსათვის Valentino-ს საპატარძლო კოსტიუმი ჩაიცვა.
ფოტო: ლექსი მორლენდი


2023 წლის პირველ მაისს ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმის ყოველწლიური კოსტიუმირებული საღამო  – Met Gala გაიმართა. 2023 წლის Met Gala-ზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა რიანას გამოჩენა იყო. ბარბადოსელი ვარსკვლავი ღონისძიებაზე თავის პარტნიორთან,  A$AP Rocky-სთან ერთად მივიდა. რიანამ კოსტიუმირებული საღამოსათვის Valentino-ს საპატარძლო კოსტიუმი ჩაიცვა. 

Met Gala-ს ოფიციალურ მიღებამდე, რიანა მოდის ჟურნალების ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ მაშინ მოხვდა, როდესაც ნიუ იორკის სასტუმროდან გამოსვლისას Fendi-ის საარქივო კოსტიუმით დააფიქსირეს. ვარსკვლავს ბეწვის მოსაცმელი ეცვა, რომელიც კარლ ლაგერფელდმა 1997 წელს წარადგინა. ჩვენებაზე კოსტიუმი ნაომი კემპბელს ეცვა. ამ გზით რიანამ გარდაცვლილ ლეგენდარულ დიზაინერს პატივი მიაგო, რამდენადაც 2023 წლის Met Gala სწორედ კარლ ლაგერფელდის პერსონას და მის შემოქმედებით მემკვიდრეობას მიეძღვნა. 

Met Gala-ს წლევანდელი თემატიკიდან გამომდინარე, ყველა სტუმრის ჩაცმულობა კარლ ლაგერფელდთან იყო დაკავშირებული. გარდაცვლილ დიზაინერს განსაკუთრებით უყვარდა შოტლანდია და შოტლანდიური კულტურა. სწორედ ამ ფაქტს დაუკავშირა A$AP Rocky-მ თავისი კოსტიუმი – ოფიციალურ მიღებაზე რეპერს ჯინსების ზემოდან კილტი ეცვა.  

წლების განმავლობაში რიანა Met Gala-ზე ერთ-ერთი გამორჩეული სტუმრის სტატუსს ატარებდა და მის გამოჩენას მოდის პრესა და მიწვეული სტუმრები ყოველთვის განსაკუთრებულად ელოდნენ. Met Gala-ს მსვლელობისას რიანამ დასამახსოვრებელი მომენტი არაერთხელ შექმნა. მაგალითად, 2015 წელს მომღერალმა Guo Pei-ის მკვეთრი ყვითელი კოსტიუმი მოირგო, 2018 წელს კი არტისტი ხალიჩაზე ჯონ გალიანოს დასამახსოვრებელი სამოსით გამოჩნდა, რომლის დიზაინი ეპისკოპოსების ჩაცმულობით იყო ინსპირირებული. 

ნახეთ რიანას ამსახველი ვიდეოები 2023 წლის Met Gala-დან:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მისი ელიოტმა გაამხილა, რომ მოტივაცია დედამ მისცა 

შემდეგი სტატია

Bob Sinclar –  საცეკვაო მუსიკის ცნობილი „დისკო გმირი“ 

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
მეტი