ბრიტნი სპირსის ცხოვრება მეურვეობის შემდეგ Fox-ის ახალ დოკუმენტურ ფილმში 

Britney Spears: The Price Of Freedom ეთერში 15 მაისს გავა.
ბრიტნი სპირსი
Image Group LA/Disney Channel via GI

Fox Entertainment-მა გაამხილა, რომ მან დეტალურად შეისწავლა ბრიტნი სპირსის ცხოვრება 13-წლიანი მეურვეობის შემდეგ და ამის შესახებ დოკუმენტური ფილმი მოამზადა. Მათი თქმით, ფილმი სახელწოდებით Britney Spears: The Price Of Freedom გვაჩვენებს „დეტალებს მომღერლის პრობლემური ქორწინების, ოჯახისგან განდგომის, საგანგაშო საქციელისა და იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებს სპირსი მუსიკალურ ინდუსტრიაში მტკიცედ დარჩენას.”

თავად პოპვარსკვლავს არაერთხელ გაუჟღერებია, თუ რამდენად არ უყვარს მის ცხოვრებასა და მეურვეობაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმები. ნოემბერში მან ტვიტერზე დაწერა და შემდეგ წაშალა პოსტი იმის შესახებ, თუ როგორ წარმოაჩენენ მას ასეთ ფილმებში და ამას დამამცირებელი უწოდა. „მე ადამიანი ვარ… რობოტი არ ვარ და არც სამეცნიერო ექსპერიმენტი… ის დოკუმენტური ფილმები კი, რომელიც ჩემზე გაკეთებულა, ნაგავია და არაფერი ნაგვის გარდა!!!”

მომღერალს კონკრეტული ფილმები არ დაუსახელებია, თუმცა Hulu-ს Controlling Britney Spears, New York Times-ის Framing Britney Spears და Netflix-ის Britney vs Spears სამი ყველაზე ცნობილი დოკუმენტური ფილმია, რომლებიც სპირსის მეურვეობის დასრულებამდე შეიქმნა. 

Რაც შეეხება Fox-ის დოკუმენტურ ფილმს, Britney Spears: The Price Of Freedom ეთერში ორშაბათს, 15 მაისს გავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დიმიტრი კრიმოვი

დიმიტრი კრიმოვი –  სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში

შემდეგი სტატია

JAZZ/TAKES SUPERGROUP

თბილისის ოცდამეექვსე ჯაზ-ფესტივალი გაიხსნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი