ლილი-როუზ დეპი იმ პოპვარსკვლავებს ასახელებს, რომლებმაც როლისთვის შთაგონება მისცეს 

მსახიობმა როლი Fever-ის აკაპელას შესრულებით მიიღო.
კადრი სერიალიდან The Idol
Eddy Chen/HBO

ლილი-როუზ დეპი The Idol-ის პრემიერისთვის ემზადება. მანამდე კი გულშემატკივრებს იმ პოპვარსკვლავების ვინაობას უმხელს, რომლებმაც როლისთვის შთაგონება მისცეს. 

„რა თქმა უნდა, მე ბრიტნი სპირსის ფანი ვარ! ვის არ უყვარს ბრიტნი? თუმცა როლის თამაშისას ასევე ვფიქრობდი ბიონსეზე, მერაია ქერიზე და ჩვენი დროის ყველა დიდ პოპვარსკვლავზე. მე მინდოდა, რომ ჯოსელინი ისეთი ქალი ყოფილიყო, რომელიც არასდროს ერიდება კაშკაშს.”

სერიალში როლი დეპმა სიმღერის Fever აკაპელას შესრულებით დაიმსახურა. ეს კი SoFi სტადიონზე 70 000 მაყურებლის წინაშე The Weeknd-ის კონცერტზე მოხდა.

„ნერვიულობისგან ვკვდებოდი,” – თქვა შემდგომ მსახიობმა. „ყველა ჩემს მფარველ ანგელოზს ვევედრებოდი. ვიცოდი, რომ მხოლოდ ორი დუბლი გვქონდა. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ჩემს ქორწილში მივდიოდი – სულ თეთრებში ვიყავი გამოწყობილი!” საბოლოოდ მან დავალებას თავი წარმატებით გაართვა და შემდეგ აღიარა: „თურმე მიჩვევა იცის. სცენიდან გამოსვლა აღარ მინდოდა.”

The Weeknd, რომელიც The Idol-ის კონცეფციის ავტორია, ასევე თამაშობს მუსიკალურ დრამაში. სერიალის პირველი სეზონის პრემიერა 4 ივნისს შედგება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ბრაზილიური როკის დედოფლის“ სახელით ცნობილი რიტა ლიი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

ქარდი ბისა და Offset-ის ქალიშვილი ჰოლი ბეილისთან შეხვედრით აღტაცებულია 

შეიძლება დაგაინტერესოთ

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი