Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია.
Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის ძმებმა გალაგერებმა 5 სექტემბერს, ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც მათი Reunion Tour-ის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრეს. ნამდვილი როკვარსკვლავების მსგავსად, ლიდოს სანაპიროზე ფოტოგრაფებისთვის რამდენიმეწამიანი პოზირების შემდეგ, ძმებმა პრესკონფერენცია სრულად გამოტოვეს. 

Oasis: Don’t Look Back in Anger ერთდროულად საკონცერტო ფილმიცაა და ნოელ და ლიამ გალაგერებს შორის დაძაბული ურთიერთობის ამსახველი მიმოხილვაც. ძმების მრავალწლიანი დაპირისპირება 2009 წელს Oasis-ის დაშლით დასრულდა –  პარიზში დაგეგმილ კონცერტამდე რამდენიმე წუთით ადრე, კულისებში მომხდარი დაპირისპირება ჯგუფის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ ეპიზოდად იქცა.

ნოელმა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ განცხადებაში საკუთარ ძმაზე თქვა: „ის ყველაზე ბრაზიანი ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შეხვდებით. ის ჰგავს კაცს, რომელსაც წვნიანების სამყაროში ხელში ჩანგალი უჭირავს.”

ლიამმა კი 2018 წელს The Guardian-თან საუბრისას თქვა, რომ ძმამ ზურგი აქცია:  „მან მიმატოვა, ავტობუსის ქვეშ შემაგდო და ამას არასდროს დავივიწყებ. მან ჯგუფი დაშალა მაშინ, როცა Oasis ჩემთვის მთელ სამყაროს ნიშნავდა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ საკუთარი კარიერის წინ წასაწევად გააკეთა.“

ჯგუფი 1991 წელს, ინგლისში, მანჩესტერის მუშათა კლასის უბანში დაარსდა და 1990-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრიტანულ ბენდად ჩამოყალიბდა. მათმა სადებიუტო ალბომმა Definitely Maybe – 1994 წელს ბრიტანულ ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. ხოლო 1995 წლის ალბომი (What’s the Story) Morning Glory? ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ალბომად იქცა. 

ფილმი Oasis-ის ფენომენს და იმ რთული ხასიათის მქონე ადამიანებს ასახავს, რომლებიც ამ ჰიტების უკან დგანან. სიმღერების უმეტესობა, მათ შორის Wonderwall და Live Forever, უფროსი ძმის, ნოელ გალაგერის დაწერილია. დოკუმენტურ ფილმში ასევე შესულია აქამდე გამოუქვეყნებელი რეპეტიციების კადრები, მათ შორის მომენტი, როდესაც ლიამის გამოჩენისთანავე ყველა იძაბება და ასევე  ბოლო 25 წლის განმავლობაში მათი პირველი ერთობლივი ინტერვიუ.

2025 წელს ძმებმა 16-წლიანი პაუზა დაასრულეს და Reunion Tour-ით სცენას დაუბრუნდნენ. ტურნე უელსის ქალაქ კარდიფში გაიხსნა, სადაც Oasis-ს კონცერტს 60 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. ბევრი ეჭვობდა, რომ 2009 წელს პარიზში განვითარებული მოვლენების მსგავსად, კონცერტი საერთოდ არ შედგებოდა, თუმცა ამჯერად შოუ შედგა. ჯგუფის შემადგენლობაში გიტარაზე Oasis-ის ყოფილი წევრები: პოლ Bonehead არტურსი და ჯემ არჩერი – გიტარაზე, ენდი ბელი – ბას-გიტარაზე, ხოლო დასარტყამ ინსტრუმენტზე –  ჯოი უორონკერი შეუერთდნენ. 

დოკუმენტური ფილმის სცენარისტმა სტივენ ნაითმა განაცხადა, რომ მას და ნოელს სურდათ ეპოვათ კითხვაზე პასუხი, თუ რატომ გაუძლო ამ მუსიკამ დროს არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ის 1990-იან წლებში აღმოაჩინეს, არამედ ახალი თაობისთვისაც, რამაც საბოლოოდ Reunion Tour-ის ბილეთებზე წარმოუდგენლად დიდი  მოთხოვნა განაპირობა.

ფილმის რეჟისორებმა, დილან საუთერნმა და უილ ლავლეისმა, ძმებთან ცალ-ცალკე ინტერვიუები რეპეტიციების დაწყებამდე ჩაწერეს, მოგვიანებით კი, უკვე ტურნეს მიმდინარეობისას, ნოელი და ლიამი ერთად საუბრობენ. 

„ჩვენი მიზანი იყო, გადაგვეღო ფილმი ორი ძმის შერიგებაზე, ძმებზე, რომლებიც რთული და ფეთქებადი ურთიერთობით არიან ცნობილი. თუმცა, ამავდროულად, გვინდოდა გვეჩვენებინა მუსიკის ძალა და ის, თუ როგორ განაგრძობდა Oasis-ის სიმღერები დამოუკიდებელ არსებობას იმ 15 წლის განმავლობაში, როცა ჯგუფი სცენას იყო ჩამოშორებული. ეს დოკუმენტური ფილმი, ისევე როგორც ჯგუფის გაერთიანება და ტურნე, საბოლოოდ, დამოუკიდებელ და მასშტაბურ მოვლენად იქცა“, –  აღნიშნეს რეჟისორებმა განცხადებაში. 

რეჟისორების თქმით, მათი მიზანი იყო, რეპეტიციების დროს ჯგუფისთვის გადაღება მაქსიმალურად შეუმჩნეველი ყოფილიყო. კონცერტების გადაღებისას კი სურდათ, მაყურებელს ისეთი განცდა ჰქონოდა, თითქოს თავადაც ღონისძიების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ. ფილმი ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული გულშემატკივრების ისტორიებსა და გამოცდილებასაც ასახავს.

„ხანდახან შეიძლება უბრალოდ გადაეყარო ადამიანს, რომლის ძაღლსაც Bonehead ჰქვია, და ესეც ისტორიის ნაწილი გახდეს“,  – ამბობს ფილმის რეჟისორი დილან საუთერნი. 

Oasis: Don’t Look Back in Anger კინოთეატრებში ფესტივალის დასრულებიდან მალევე გამოვა. Disney –  ფილმს 11 სექტემბერს IMAX-ის ფორმატში გამოუშვებს, მოგვიანებით კი ის Disney+-ის სტრიმინგ პლატოფრმაზეც განთავსდება.  

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard

ტეილორ სვიფტმა „სათამაშოების ისტორია 5“-ისთვის დაწერილი საუნდტრეკის ორმაგ მნიშვნელობაზე ისაუბრა

შემდეგი სტატია

Kid Cudi-მ Ye-ს მხარდაჭერის გამო მისი მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას საჯაროდ უპასუხა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი