ავსტრალიელმა მომღერალმა Sia-მ მეგობარ ბიჭზე, დენ ბერნადზე იქორწინა. დადასტურებულ ინფორმაციას Billboard აქვეყნებს. ქორწინების ცერემონია გასულ კვირას, იტალიაში შედგა.
მედია გამოცემა People-ის თანახმად, ცერემონია ცნობილი იტალიელი დიზაინერების, დომენიკო და დოლჩესა და სტეფანო გაბანას კუთვნილ კერძო რეზიდენციაში შედგა და მხოლოდ ოთხი სტუმარი იყო მიწვეული.
უცნობია, თუ რა დროის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს Sia და სტეფანო. 2021 წელს ისინი ფოტოგრაფებმა სტივენ სპილბერგის ფილმის, West Side Story-ის პრემიერაზე დააფიქსირეს. 2022 წელს კი Sia-მ ბერნადთან ერთად გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და ალბომის დასრულება დააანონსა.
ავსტრალიელი მომღერლის ყოფილი ქმარი ერიკ ანდერს ლენგია. Sia-მ და ერიკმა 2014 წელს იქორწინეს და 2016 წელს განქორწინდნენ.
Sia-ს ახალი ალბომი 2016 წლის შემდეგ არ გამოუცია, თუმცა მიუხედავად ამ პაუზისა, არტისტი Billboard-ის ჩარტებში თავის ადგილს ინარჩუნებს. 2022 წელს მისი 2016 წლის სიმღერა Unstoppable TikTok-ის ტრენდად იქცა.