Bedford Falls-ის კონცერტი Tbilisi Factory-ში

Tbilisi Factory-ში გამართული კონცერტი ქართულმა ალტერნატიულმა ჯგუფმა Mechanical Rainbow-მ გახსნა.
Bedford Falls
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

14 მაისს Bedford Falls ევროპულ ტურნეს იწყებს, რომლის ფარგლებშიც კონცერტები ხუთ სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება. ტურნეში გამგზავრებამდე ბენდი ქართველი მსმენელის წინაშე კიდევ ერთხელ წარდგა – Bedford Falls-ის კონცერტი 12 მაისს Tbilisi Factory-ის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა. ლაივი იმითაც განსაკუთრებული იყო, რომ სწორედ ამ დღეს ბენდმა ახალი სტუდიური ალბომი, სახელწოდებით „miende.“ წარადგინა. კონცერტზე მსმენელს საშუალება ჰქონდა ნაცნობ ტრეკებთან ერთად, ახალ ალბომში შესული კომპოზიციებიც მოესმინა. 

Bedford Falls-ის ლაივები ყოველთვის აუდიტორიის აქტიური ჩართულობით გამოირჩევა, რაც კონცერტის მსვლელობისას განსაკუთრებულ ენერგეტიკას ქმნის. გამონაკლისი არც ეს შემთხვევა იყო – მიუხედავად იმისა, რომ Bedford Falls-ის  ახალი ტრეკები სულ რამდენიმე დღეა რაც გამოქვეყნდა, მსმენელისათვის თითოეული მათგანის ტექსტი და მელოდია უკვე  კარგად ნაცნობი იყო. 

დათო ჯიქია,  Bedford Falls-ის ფრონტმენი:

„ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი რატომაც მუსიკის კეთებას ვაგრძელებთ, არის ის, რომ მსმენელს ჩვენი მუსიკა უყვარს და ამას ყოველ ლაივზე გვაჩვენებს. ზოგიერთი ტრეკი ორი კვირის წინ გამოვიდა, მაგრამ ტექსტი უკვე იცოდნენ, რაც ძალიან მაგარია.“

რაც შეეხება miende.-ს, ალბომი 12 მაისს გამოიცა და ის ყველა მუსიკალურ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.

Tbilisi Factory-ში გამართული კონცერტი ქართულმა ალტერნატიულმა ჯგუფმა Mechanical Rainbow-მ გახსნა. Mechanical Rainbow 2018 წელს ჩამოყალიბდა. ბენდის მუსიკალური შემოქმედება აერთიანებს ინდი-პოპს, Bedroom პოპს და თანამედროვე ფსიქოდელიური ჟანრის ჟღერადობას. Mechanical Rainbow ხუთი წევრისაგან შედგება – დავით დონაძე (ვოკალი), ცოტნე ბაღდავაძე(ბასი), დავით შავდათუაშვილი(გიტარა), ნინი ბენდიანიშვილი(კლავიში) და დიმა დიასამიძე (დრამი). 

დავით დონაძე, Mechanical Rainbow-ს ვოკალისტი: 

„წელიწად-ნახევარი საზღვარგარეთ ვმოღვაწეობდით და ისე გამოვიდა, რომ ეს დრო ქართული მუსიკალური სცენისგან იზოლირებული ვიყავით. როდესაც დავბრუნდით და ლაივებზე გამოვედით, აღმოვაჩინეთ, რომ მსმენელმა ჩვენი სიმღერები მოსალოდნელზე მეტად კარგად მიიღო, არ ველოდებით რომ მსმენელი ჩვენს სიმღერებს აჰყვებოდა და ტექსტები ზეპირად ეცოდინებოდა.“

Mechanical Rainbow უახლოეს მომავალში ახალი სიმღერის გამოშვებას აპირებს. ბენდი წელს ასევე დაუკრავს Tbilisi Open Air-ის Singer Stage-ზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

შაკირამ ახალი სიმღერა თავის შვილებს მიუძღვნა

შემდეგი სტატია

დიმიტრი კრიმოვი

დიმიტრი კრიმოვის შემოქმედებითი საღამო სოხუმის თეატრში

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი