სტინგი კარაოკეზე შესასრულებელ საყვარელ სიმღერებს ასახელებს

Მუსიკოსმა 80-იანი წლების ორი ჰიტი დაასახელა, რომლებსაც კარაოკეზე ასრულებს.
ფოტო: რობ ბოლი/WireImage

ჟურნალ People-თან იუნტერვიუზე მუსიკოსმა სტინგმა სცენის მიღმა საკუთარ ცხოვრებასა და ინტერესებზე იუსაყბრა. Როგორც არტისტმა ინტერვიუში გაამხილა იგი ხშირად მღერის კარაოკეს და შესრულებისას ხშირად ირჩევს 80-იანი წლების ორ ჰიტს.

„თუ კარაოკეს ვმღერი, ორი საყვარელი სიმღერა მაქვს. ერთი არის Fine Young Cannibals-ის She Drives Me Crazy, ხოლო მეორეThe Human League-ის სიმღერა Don’t You Want Me“ – თქვა სტინგმა. 

როგორც სტიმგი აღნიშნავს, ეს უკანასკნელი ტრეკი სტინგისათვის მნიშვნელოვანი სიმნღერაა და კარაოკეს დროს მისი შესრულებისას, სასცენო იმიჯზე განსაკუთრებულად ზრუნავს. „ეს სიმღერა იმდენად მიყვარს, რომ მისი ეფექტურად შესრულებისათვის ბუმბულის აქსუსუარსაც ვიკეთებ.“ სტინგის თქმით, მან სასცენო იმიჯის ეს ელემენტი თავის შესრულებაში იქამდე შეიტანა, სანამ ამას ჰარი სტაილსი გააკეთებდა. 

როგორც გრემის მფლობელმა არტისტმა განმარტა, ის მხოლოდ კონცერტებსა და კარაოკეებზე მღერის და სხვა შენმთხვევებში საკუთარ ხმას უფრთხილდება. „გგონიათ მანქანაში ვმღერი? არა. Საშხაპეშიც კიარ ვმღერი, მხოლოდ სცენაზე ვმღერი. ჩემს ხმას უნდა გავუფრთხულდე“ – აღნიშნავს სტინგი ინტერვიუში. 

სტინგმა ახლახან ფოლი არტონთან ითანამშრომლა. პარტონის დაანონსებულ ალბომში, სახელწოდებით Rockstar მუსიკოსებმა სიმღერის, Every Breath You Take ახალი ვერსია შეასრულეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

The Smiths 1984 წელი, ფოტო: პიტ კრონინი

ბრიტანული ინდი ჯგუფის Smiths-ის ბასისტი ენდი რურკი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

ლანა დელ რეის Say Yes To Heaven 11 წლის შემდეგ გამოიცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი