Mono Hall-მა თბილისის სეზონი Chet Faker-ის Dj სეტით დახურა

1 ივლისს, „ცისკარი გარდენში“ ავსტრალიელი მუსიკოსი Chet Faker მსმენელის წინაშე წარდგა.

ავსტრალიელი მუსიკოსის Chet Faker-ის ნამდვილი სახელია ნიკოლას ჯეიმს მერფი. სოულის, ტრიპ-ჰოპის, დაუნტემპოს და ელექტრონიკის სინთეზი ის მუსიკალური ჟანრებია, სადაც Chet Faker-ის შემოქმედებითი მოგზაურობა იღებს სათავეს.

არტისტმა პირველად მსმენელის ყურადღება სინგლით No Diggity მიიპყრო, რომელიც ცნობილი ჯგუფის Blackstreet-ის ქავერია. მან 2012 წელს სადებიუტო EP სახელწოდებით Thinking in Textures გამოუშვა, და მუსიკის კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. მას შემდეგ Chet Faker-მა მუსიკალურ ინდუსტრიაში ადგილი წარმატებულად დაიმკვიდრა.


სადებიუტო ალბომი Built on Glass , Chet Faker-მა 2014 წელს გამოსცა და რამდენიმე ჯილდოც დაიმსახურა, მათ შორის  ავსტრალიური ARIA Charts-ის პირველი ადგილი დაიკავა. ალბომში შესულია ისეთი ცნობილი სიმღერები როგორიცაა: Talk Is Cheap და Gold, სადაც მუსიკოსის ვოკალური მონაცემები და ინოვაციური განსხვავებული სტილი, ნათლად არის წარმოჩენილი.

2016 წელს Chet Faker-მა კარიერაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა და სოციალური მედიის საშუალებით განაცხადა, რომ მუსიკალური  კარიერის გაგრძელება ნამდვილი სახელით – ნიკოლას მერფით სურს. არტისტმა ამ ნაბიჯით შემოქმედებით ავთენტურობას გაუსვა ხაზი. 2017 წელს მან ალბომი Missing Link სწორედ ნიკოლას მერფის სახელით გამოსცა.

1 ივლისს, Mono Hall-ის თბილისის სეზონის დახურვისას „ცისკარი გარდენში“, Chet Faker მსმენელის წინაშე Dj Set-ით წარდგა, სადაც ადგილობრივი სცენის გამორჩეულმა არტისტებმა Haverdi და meANDyou მასპინძლობა გაუწიეს.

„Chet Faker-ის ივენთი ცოტა უცნაურად დაიგეგმა. ორ წელიწად ნახევარზე მეტია, რაც მის დაჯავშნას ვცდილობდით. ამ ღონისძიებაზე ცოტა სხვანაირად მოხდა ყველაფერი. შანსი მოგვეცა და მოკლე დროში დავაორგანიზეთ. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ავსტრალიელ არტისტს საქართველოში ვუმასპინძლეთ და შევეცდებით კიდევ ერთხელ Live set-ით ჩამოვიყვანოთ. არტისტი თვითონ, ღონისძიებით და ქართველი მსმენელით  ძალიან კმაყოფილია. რაც შეეხება ქართველ არტისტებს, ამ ღონისძიებაზე პირველად ვითანამშრომლეთ Haverdi-თან, ვფიქრობ ძალიან გაამართლა და კიდევ ბევრჯერ ძალიან კარგ შედეგს დადებს. Haverdi ბათუმში დღეს ჩვენთან Killages გამოსვლამდე დაუკრავს. არტისტ meANDyou-თან წლებია ვთანამშრომლობთ, ადრეც სანამ დუო პროექტი ჰქონდა და ახლაც, სოლო პროექტით მისი მუსიკა ჩვენს სეგმენტს ზუსტად ერგება.

სამომავლო პროექტებს და გეგმებს რაც შეეხება, ახლა მთლიანი აქცენტი ბათუმში გვაქვს გადმოტანილი, თბილისში ღონისძიებები მორჩა და აქედან გამომდინარე 100%-ით ბათუმში ვიქნებით გადართული, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თბილისის სეზონისთვის არ ვემზადებით. გახსნისთვის ფაქტობრივად ყველა არტისტი დაჯავშნილია, თუმცა მათ სახელებს ჯერ ვერ გავაჟღერებთ, სანამ ღონისძიება არ დაანონსდება. გვინდა მთლიანობაში ამ ყველაფერს შოკის მომგვრელი ანონსის სახე მივცეთ. გპირდებით, რომ MONO HALL- უფრო მეტად ცოცხალ არტისტებს დაუთმობს სცენას, რადგან ჩვენც ამ მუსიკის მოყვარულები ვართ. გვსურს ამ სფეროს განვითარებაში დიდი წვლილი შევიტანოთ და ჩვენი სცენის საშუალებით ქართველმა მსმენელმა ადგილობრივი თუ უცხოელი არტისტის გაცნობა შეძლოს.“ – დაჩი დგებუაძე, MONO HALL-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

MONO HALL Batumi მუსიკალური ღონისძიებების სეზონს ბათუმში განაგრძობს, სადაც დღეს მსმენელის წინაშე ჯგუფი Killages წარდგება.  1 ივლისს ჯგუფმა ახალი ალბომი Outcast გამოსცა. 

MONO HALL Batumi მუსიკის მოყვარულებს ზაფხულის განმავლობაში ბევრ სიახლეს და საინტერესო მუსიკას ჰპირდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Georgian Dance Empire – მუსიკა, რომელიც 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული ხელოვნების ხმად იქცა

შემდეგი სტატია

დაიანა როსი 79 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი