კონცერტის დროს Adele-მა ნივთების სროლის გამო მსმენელებს მკაცრი გაფრთხილება მისცა 

რამდენიმე წარმოდგენის დროს, აუდიტორიის მხრიდან არტისტების მისამართით ნივთების სროლის ფაქტი დაფიქსირდა. Adele-მა მსმენელებს მიმართა და მკაცრად გააფრთხილა მუსიკოსებისთვის ნივთები არ ესროლათ.
ლას ვეგასი Adele-ის პერფორმანსი. ფოტო: კევინ მაზური
ლას ვეგასი Adele-ის პერფორმანსი. ფოტო: კევინ მაზური

პერფორმანსის დროს Adele-მა გულშემატკივრებს მკაცრი გაფრთხილება მისცა: „არ გაბედოთ“ თქვა მუსიკოსმა.

TikTok-ის ვიდეოში, მომღერალი ბოლოდროინდელი ინციდენტების სერიას გამოეხმაურა, რა დროსაც სცენაზე ბიბი რექსა, Lil Nas X და კელსი ბალერინის გამოსვლა  სხვადასხვა ნივთების სროლის გამო შეწყდა. სცენაზე არტისტის მისამართით გულშემატკივრებმა ტელეფონი, სექს სათამაშო და სამაჯური ისროლეს. 

Adele-ის ერთ-ერთი ბოლო პერფორმანსის დროს მომღერალმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა: „შეგიმჩნევიათ ადამიანებს ეტიკეტი როგორ ავიწყდებათ, როცა სცენაზე რაღაც ნივთებს ისვრიან? სადმე გინახავთ მსგავსი რამ? არც კი გაბედოთ, რომ რამე ნივთი ისროლოთ.“ 

ბოლო დროს გახშირებული ინციდენტების გამო გასულ თვეს ნიუ-იორკში კონცერტის მსვლელობისას მომღერალ Rexha-ს გულშემატკივარმა ტელეფონი ესროლა, რის გამოც მუსიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მსგავსი ფაქტი მომღერალ კელსი ბალერინსაც შეემთხვა, რა დროსაც მისი მისამართით სამაჯური ისროლეს და სახეში გაარტყეს, მოგვიანებით მომღერალმა ამის შესახებ ინსტაგრამ სთორიში დაწერა: „ახლა უკვე კარგად ვარ, ვიღაცამ ჩემი მისამართით, კონცერტის დროს სამაჯური ისროლა და თვალებში მომხვდა. სცენიდან გასვლა მომიწია, რათა დავმშვიდებულიყავი და დავრწმუნებულიყავი, რომ ყველაფერი კარგად იყო და მინდოდა ყველას თავი დაცულად ეგრძნო.“ 

გასულ თვეს მსგავსი ფაქტები ხშირად დაფიქსირდა: Ava Max-ის კონცერტის დროს ერთ-ერთი მსნემელი სცენაზე ავარდა და მომღერალს სახეში სილა გაარტყა, გასულ კვირას კი კონცერტის დროს სტოკჰოლმში, მუსიკოსს Lil Nas X-ს სექს სათამაშო ესროლეს. 

ნახეთ ადელის TikTok ვიდეო:

@evioni_evioni She aint having it bb #adele #weekendswithadele #lasvegas #ceasarspalace #beberexha #fyp @Adele Access ♬ original sound – Evan Masella

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბიონსემ პიტსბურგში დაგეგმილი კონცერტი ტექნიკური სირთულეების გამო გააუქმა

შემდეგი სტატია

ბობ მარლის შესახებ გადაღებული ფილმის პირველი ტრეილერი გამოვიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი