ემი უაინჰაუსის მუსიკალურ ვიდეოს – Back to Black პლატფორმა YouTube-ზე მილიარდი ნახვა აქვს

2007 წელს გამოშვებული ვიდეო მომღერლის პირველი კლიპია, რომელმაც Youtube-ზე ნახვების მილიარდიან ნიშნულს მიაღწია.
ფოტო: ემი უაინჰაუსი – Back To Black


ემი უაინჰაუსი YouTube-ის ე.წ. მილიარდიან კლუბს შეუერთდა, მომღერლის 2007 წელს გამოშვებულ მუსიკალურ ვიდეოს, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე Back to Black ვიდეოების გაზიარების პლატფორმაზე მილიარდ ნახვაზე მეტი აქვს. 

შავ-თეთრი ვიდეო ფილ გრიფინის სარეჟისორო ნამუშევარია. Back to Black გარდაცვლილი მუსიკოსის პირველი კლიპია, რომელმაც Youtube-ზე ნახვების მილიარდიან ნიშნულს მიაღწია. ვიდეოს შინაარსი უაინჰაუსის ტრაგიკულ ცხოვრებას ეხმიანება. კლიპში ნაჩვენებია სამგლოვიარო მსვლელობა, რომლის ბოლოსაც საფლავის ქვაზე ჩნდება წარწერა „R.I.P. the Heart of Amy Winehouse“ (მშვიდად განისვენოს ემი უაინჰაუსის გულმა.) კლიპის ეს ნაწილი არტისტის გარდაცვალების შემდგომ ვიდეოდან ამოჭრეს. ვიდეოს უმეტესი ნაწილი ლონდონში მდებარე სასაფლაოზე – Abney Park Cemetery-ზეა გადაღებული. 

სიმღერა შესულია ემი უაინჰაუსის მეორე და ამავდროულად უკანასკნელ სტუდიურ ალბომში, რომელსაც სინგლის სახელი –  Back to Black ჰქვია. უაინჰაუსთან ერთად, სიმღერის თანაავტორი მარკ რონსონია. ტრეკი მომღერალმა ყოფილ შეყვარებულს, ბლეიქ ფილდერ-სივის მიუძღვნა.

გრემის მფლობელი მომღერალი ემი უაინჰაუსი 2011 წელს  27 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული.

ნახეთ ვიდეო, რომელიც გადაღებულია ემი უაინჰაუსის სიმღერაზე  –  Back to Black:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თბილისში მცხოვრები უკრაინელი მუსიკოსის ახალი ალბომი და სოციალური პროექტი

შემდეგი სტატია

თინა დალაქიშვილი - მსახიობი / მხატვარი

მუსიკალური რეკომენდაციები თინა დალაქიშვილისგან

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც ყველაფერი შავ-თეთრი ხდება” – ინტერვიუ Hooverphonic-ის ალექს კალიესთან

Hooverphonic წელს Tbilisi Open Air-ის ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერი იყო. ჯგუფის სცენაზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, Billboard Georgia ბენდის იდეურ ლიდერსა და დამფუძნებელს, ალექს კალიეს შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

Tbilisi Open Air 2026 დასრულდა

საფესტივალო დღის კულმინაციად Kordz-ის, Mechanical Rainbow-სა და გოგონათა გუნდ „ანა-ბანას“ ერთობლივი გამოსვლა იქცა, რომლითაც Tbilisi Open Air 2026 ოფიციალურად დაიხურა.
მეტი

ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის საქორწინო ფიცი: რას ამბობენ ცერემონიის სტუმრები

ერთ-ერთი სტუმრის ინფორმაციით, სვიფტმა და კელსმა ფიცი თავად დაწერეს და პატარა წიგნაკებიდან წაიკითხეს.
მეტი

შოუში – Hot Ones პენელოპე კრუსმა Bad Bunny-სთან ერთად სცენაზე ასვლასა და U2-ს სოლისტისგან დაბადების დღეზე მიღებულ უჩვეულო საჩუქარზე ისაუბრა

„უკვე ხუთჯერ ვიყავი მის კონცერტზე. მაგრამ პირველად, პუერტო-რიკოში, ბენიტო მოვიდა ჩემთან და მთხოვა, სცენაზე გავყოლოდი სიმღერის წარსადგენად,” – გაიხსენა მსახიობმა.
მეტი