შერი სახლში არასდროს მღერის

„ეს საკუთარ თავთან საუბარს ჰგავს.” – ამბობს ინტერვიუში შერი
შერი Balmain-ის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე, პარიზის მოდის კვირეულზე. 2023 წლის 27 სექტემბერი. - ფოტო: სტეფანე კარდინალე
შერი Balmain-ის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე, პარიზის მოდის კვირეულზე. 2023 წლის 27 სექტემბერი. – ფოტო: სტეფანე კარდინალე

შერის ალბომები და ჰიტები  Billboard-ს ჩარტების სათავეებშია და 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული, თუმცა მომღერალი საკუთარი ხმით აღფრთოვანებული არ არის. 

Entertainment Tonight-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში, შერის ჰკითხეს: მღეროდა თუ არა საკუთარ ჰიტებს  სახლში, რაზეც მომღერალმა უპასუხა: „არასოდეს. არ მომწონს ჩემი ხმა, ეს  საკუთარ თავთან საუბარს ჰგავს.”

შერის კიდევ ერთი ინტერვიუ ჟურნალ  Paper-ში ხუთშაბათს, 26 ოქტომბერს გამოქვეყნდა:

„ჩემი ხმა არც მამაკაცურია და არც ქალური, სადღაც შუაში ვარ. უცნაური სტილი მაქვს.” – მიუხედავად იმისა, რომ შერის ხმა საქვეყნოდ აღიარებული და გამორჩეულია, მომღერლის თქმით შესაძლებლობა რომ ჰქონდა, სხვა მიმართულებით წავიდოდა. „იცით ხალხს მოსწონს ამისთვის მადლობელი და ბედნიერი ვარ, მაგრამ შანსი რომ მქონდეს არჩევანს სიმღერაზე არ გავაკეთებდი. ძალიან მომწონდა დედაჩემის ხმა, მას უფრო რბილი ბგერები ჰქონდა, ჩემი უფრო ძლიერი და განსხვავებულია, თუმცა ვფიქრობ მსგავსება არის.” – უთხრა შერიმ ჟურნალ Paper-ს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ცნობილმა ინგლისურმა ბენდმა – The Brand New Heavies „რესპუბლიკაში“ კონცერტი გამართა

შემდეგი სტატია

ადელმა მეთიუ პერის ხსოვნას პატივი მიაგო 

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
მეტი