ბელგიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი დაჩი ხასაია, იგივე ადამიანი ∞ სამყარო, ახალ კომპოზიციას აქვეყნებს. როგორც მუსიკოსის შემოქმედების ძირითადი ნაწილი, სიმღერაც, სახელწოდებით „მოვალ”, ქართულენოვანია და ადამიანი ∞ სამყაროსთვის დამახასიათებელი შინაარსითა და ემოციური მესიჯებით გამოირჩევა.
დაჩი ხასაია – ადამიანი ∞ სამყარო:
„სიმღერას საფუძვლად უდევს დაკვირვება იმ ადამიანების ტკივილზე, ვინც რეალურად ყველანაირი ძალითაა აღჭურვილი, რომ იპოვოს გზა და მიაღწიოს იმას, რაც სურს, მაგრამ არ გამოსდის. ეს ერთგვარი ოდაა მცდელობებზე, რომლებიც ფუჭად მაინც არ ჩაივლის და ყველანაირი სატკივრის მოშუშების იმედია. მინდა, ამ სიმღერით ყველა მიხვდეს, რომ მოქმედება აუცილებლად გამოიღებს შედეგს და რომ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა მხოლოდ კარგად დაგეგმილი ქმედებაა. მუსიკალურ მხარეს რაც შეეხება, კომპოზიცია ვალსის რიტმშია შექმნილი და არის ლოუ-ფაი ჟანრი ფსიქოდელიური ელემენტებით.”
კომპოზიცია „მოვალ” ადამიანი ∞ სამყაროს რიგით მეხუთე ალბომში შევა, რომელიც 2024 წელს გამოვა.