Apple TV+ ჯონ ლენონის მკვლელობის შესახებ სერიალს აანონსებს

John Lennon: Murder Without a Trial – ასე ჰქვია სერიალს და ის მკვლელობის მოწმეების ინტერვიუებს და დანაშაულის ადგილის აქამდე უცნობ ფოტოებს მოიცავს.
ფოტო: ვინი ზაფანტი/Getty Images

Apple TV+ მაყურებელს ჯონ ლენონის მკვლელობის შესახებ სამ-ნაწილიან დოკუმენტურ სერიალს შესთავაზებს. John Lennon: Murder Without a Trial – ასე ჰქვია სერიალს და ის მკვლელობის მოწმეების ინტერვიუებს და დანაშაულის ადგილის აქამდე უცნობ ფოტოებს  მოიცავს. როგორც ნამუშევრის შემქმნელები მაყურებელს ჰპირდებიან, ეს სერიალი „მუსიკოსის ცხოვრებას და მკვლელობას ნათელს მოჰფენს“. სერიალის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ლენონის მკვლელი – მარკ დევიდ ჩეპმენია.

სერიალის სინოფსისში აღნიშნულია, რომ ეს ნამუშევარი ყველაზე სიღრმისეული და გააზრებული კვლევაა 1980 წელს მომხდარი მკვლელობისა, რომელმაც მსოფლიო შეძრა. სერიალის შემქმნელმა  გუნდმა ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტთან ითანამშრომლა, შესაბამისად მასალებზე სრული წვდომა ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტურ ნამუშევარში სამართალდამცავთა ინტერვიუებიც მრავლად არის. მაყურებელს ისეთი მოწმეების ექსკლუზიური ინტერვიუებიც ელოდება, რომლებიც არაერთ შოკისმომგვრელ დეტალს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ინტერვიუს რესპონდენტები ჩეპმენის ადვოკატი და ფსიქიატრიც არიან.

რეჟისორი ნიკ ჰოლტი და რობ ქოლდსტრიმი არიან. პროდიუსინგი კი Apple TV+-ს 72 Films-ს ეკუთვნით. ამ დროისათვის, სერიალის პრემიერის თარიღი ჯერ უცნობია. ლენონის მკვლელობა კინემატოგრაფიის შთაგონების წყარო აქამდე არაერთხელ გახდა. ამ მოვლენაზე გადაღებილ ფილმებს შორის არის 2007 წლის მხატვრული ბიოგრაფიული დრამა Chapter 27, რომელშიც ლენონის მკვლელის როლს ჯარედ ლეტო ასრულებს.

ჯონ ლენონი 1980 წლის 8 დეკემბერს ნიუ იორკში, მისსავე ბინის შენობასთან მოკლეს. მუსიკოსს Beatles-ის ფანმა, ჩეპმენმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მას  უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. 2000 წლიდან დღემდე ჩეპმენს შეწყალებაზე 12-ჯერ უთხრეს უარი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ადამიანი ∞ სამყაროს ახალი კომპოზიცია 

შემდეგი სტატია

„Billboard საქართველო“ წარმოგიდგენთ: ბუკა თოლორდავას მუსიკალური რეკომენდაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი