Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში, მსმენელის წინაშე ბრაზილიელი მუსიკოსი SANDAMI წარდგა

“რესპუბლიკა ივენთ ჰოლის” სცენაზე გამართულ კონცერტზე მან მსმენელს თავისი ენერგიული რეპერტუარი წარუდგინა, რომელიც სამბას და როკის ჟანრობრივი ელემენტების სინთეზით, გამორჩეულ მუსიკალურ გამოცდილებას ქმნის.
ფოტო: გიო მაჭავარიანი
ფოტო: გიო მაჭავარიანი

13 იანვარს Billboard Georgia Stage-ის კონცერტების სერიის ფარგლებში,  „რესპუბლიკა ივენთ ჰოლის” სცენაზე ბრაზილიელ მუსიკოსი Sandami წარდგა. მუსიკოსმა რეპერტუარი თავის ბენდთან ერთად შეასრულა. დანიელ სანტიაგო, იგივე SANDAMI ბრაზილიის მუსიკალური სივრციდან საერთაშორისოდ ცნობილ შემსრულებლად იქცა.

ფოტო: გიო მაჭავარიანი

“რესპუბლიკა ივენთ ჰოლის” სცენაზე გამართულ კონცერტზე მან მსმენელს თავისი ენერგიული რეპერტუარი წარუდგინა, რომელიც სამბას და როკის ჟანრობრივი ელემენტების სინთეზით, გამორჩეულ მუსიკალურ გამოცდილებას ქმნის. 

აღსანიშნავია კონცერტის მსვლელობისას მუსიკოსის ინტერაქცია  აუდიტორიასთან. მან მსმენელს და თბილისს მასპინძლობისათვის მადლობა ქართულ ენაზე არაერთხელ გადაუხადა. ქართველი მსმენელისათვის გამორჩეული მომენტი იყო ქეთი ფარესაშვილის სცენაზე გამოჩენა, რომელმაც SANDAMI-თან და ბენდთან ერთად იმღერა. 

ფოტო: გიო მაჭავარიანი

კონცერტის მსვლელობისას გაჟღერდა არაერთი საყოველთაოდ ცნობილი ჰიტი, მათ შორის მსოფლიო ჰიტად ქცეული Mas Que Nada, რომლის ორიგინალური ვერსია სერჟიო მენდესს და Brasil ’66-ეკუთვნის. 

ფოტო: გიო მაჭავარიანი

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს SAN-მა DVD პროექტი სახელწოდებით SAN7 გამოსცა, რომელშიც  მისი კარიერის ჰიტები და ასევე აქამდე გამოუცემელი სიმღერებია შესული. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ROUTE 94-ის კონცერტი  „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“

შემდეგი სტატია

მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ANIK - mixtape 91011

ANIK-ის სადებიუტო მიქსთეიფი  – 91011

პროექტში შესული სამივე სიმღერა Dog Days, Burden და „დღე და ღამე” საერთო კონცეფციის მატარებელია, სადაც ქართული მუსიკის ელემენტები თანამედროვე ჟღერადობასთან არის შერწყმული.
მეტი

მუსიკალური გამომცემლების ეროვნული ასოციაცია Spotify-ს არალიცენზირებული მასალის განთავსებაში ადანაშაულებს

ასოციაციამ Spotify-ს ოფიციალური წერილით მიმართა და ამ მასალის პლატფორმიდან ამოღება მოსთხოვა.
მეტი