Red Hot Chili Peppers-ის ფრონტმენის ენტონი კიდისის მემუარებზე ფილმს გადაიღებენ

Universal-ი ენტონი კიდისის 2004 წელს გამოცემულ ბიოგრაფიული წიგნის, Scar Tissue-ს მიხედვით ფილმს გადაიღებს.
Red Hot Chili Peppers-ის ფრონტმენი ენტონი კიდისი, 2021 წლის 20 დეკემბერი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: სკოტ დუდელსონი.
Red Hot Chili Peppers-ის ფრონტმენი ენტონი კიდისი, 2021 წლის 20 დეკემბერი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: სკოტ დუდელსონი.

Scar Tissue, გამოსვლისთანავე ბესტსელერი გახდა. ეს არის ენტონი კიდისის მემუარები სადაც ავტორი, საკუთარ ცხოვრებას გულწრფელად აღწერს და დამოკიდებულებების წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრობს. 

პროექტის პროდიუსერი ბრაიან გრეიზერი, ენტონი კიდისი და მისი მენეჯერი გაი ოსარი არიან. 

ენტონი კიდისი მიჩგანის შტატში 1962 წელს დაიბადა, 12 წლის ასაკში კი საცხოვრებლად ლოს ანჯელესში გადავიდა. ენტონიმ  ამერიკული როკ ჯგუფი Red Hot Chili Peppers 1983 წელს გიტარისტ ჰილელ სლოვაკთან, ბასისტ Flea-თან (მაიკლ ბალზარი) და დრამერ ჯეკ აირონსთან ერთად დააარსა.

Red Hot Chili Peppers ცამეტი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. 2012 წელს ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შემდეგი სტატია

„ბოლო სეზონი“

ქართული სერიალი „ბოლო სეზონი“ და მისი საუნდტრეკი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფიბი ბრიჯერსი Frank Ockenfels

ფიბი ბრიჯერსი, KATSEYE, ტროი სივანი, აირა სტარი და სხვები: კვირის მუსიკალური გზამკვლევი

გაეცანით ყველაზე საინტერესო და აუცილებლად მოსასმენ ახალ მუსიკალურ უცხოურ და ქართულ რელიზებს.
მეტი

ანამარია ბურდულის და ჯიმი ჩეიმბერსის მუსიკალური კოლაბორაცია –  სიმღერა “ზამთარიას” ახლებური ინტერპრეტაცია

ანამარია ბურდულმა, სასცენო სახელით anman, მუსიკოს ჯიმი ჩეიმბერსთან ერთად ახალი მუსიკალური კოლაბორაცია გამოუშვა - ქართული სიმღერის „ზამთარია“ ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც უფრო დიდი პროექტის დასაწყისია.
მეტი