The Smile ახალი ალბომით დიდი ბრიტანეთის მუსიკალურ ჩარტებში ლიდერობს

The Smile 2020 წელს ჩამოყალიბდა, 2022 წელს კი სადებიუტო ალბომი – A Light For Attracting Attention წარადგინა.
ფოტო: ალექს ლეიკი

The Smile ჯგუფ Radiohead-ის ერთგვარი სპინოფია, რომელმაც 2024 წლის 26 იანვარს ალბომი, სახელწოდებით Wall Of Eyes გამოსცა. ამ ჩანაწერით ჯგუფმა წარმატებას მიაღწია და გაერთიანებული სამეფოს მუსიკალურ ჩარტებში ლიდერ პოზიციებზე დაწინაურდა. 

The Smile-ს სამი წევრი ჰყავს. მუსიკალური კოლექტივის შემადგენლობაში არიან: ტომ იორკი, ჯონი გრინვუდი და ტომ სკინერი. ბენდი 2020 წელს ჩამოყალიბდა, 2022 წელს კი სადებიუტო ალბომი – A Light For Attracting Attention წარადგინა. ჩანაწერმა გამოცემის შემდეგ მუსიკალურ ჩარტებში მეხუთე ადგილი დაიკავა. 

რაც შეეხება Radiohead-ს, ჯგუფი სარეიტინგო მონაცემების მიხედვით ყოველთვის გამოკვეთილი ლიდერი იყო. ალტერნატიული როკის ლეგენდარულმა წარმომადგენელმა ბენდმა, გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით, საუკეთესო ალბომების ჩარტების რეკორდი არაერთხელ მოხსნა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

21 Savage-მა გაამხილა, რომ ბიოგრაფიული ფილმის დაანონსება „პაროდია” იყო

შემდეგი სტატია

ჯიმი ჰენდრიქსის მუსიკაზე საავტორო უფლებების საქმე სასამართლო პროცესზე განიხილება 

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი