Saffron Soul – ბენდი ავთენტური მუსიკით

Saffron Soul უახლოეს მომავალში, კერძოდ კი მარტსა და აპრილში ევროპის ქვეყნებში პირველ ტურნეს გეგმავს.
Saffron Soul
Saffron Soul

Saffron Soul-ის მუსიკას კონკრეტულ ერთ ჟანრს ვერ მიაკუთვნებ. ეს არის მუსიკალური ჟღერადობების შერწყმა, რაც ჯგუფს საინტერესო და ავთენტურ ხასიათს სძენს.  მათი მუსიკა ემბიენთის, ტრიპ-ჰოპისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზია, რაც საერთო ჯამში ქართულ მუსიკალურ სივრცეში უნიკალურ იდენტობას ქმნის.

Saffron Soul პირველად „ელექტრონავტებზე” გამოჩნდა და მას შემდეგ  ჯგუფის წევრები საკუთარ შემოქმედებას აქტიურად ავითარებენ. ამ ეტაპზე Მათი შემოქმედება მოიცავს ერთ ალბომს, რომლის სახელწოდებაა Tale და ორ დამოუკიდებელ სინგლს, (Unspoken Words / Stranger) გაზაფხულზე კი ბენდი ევროპული ტურნესთვის ემზადება.

Saffron Soul

ლანა ლობილაძე – Saffron Soul-ის ვოკალისტი:

„Saffron Soul რეალურად სამი წელია რაც შეიქმნა. თავდაპირველად ნიკას და ნოეს ჰქონდათ გეგმაში ასეთი პროექტის გაკეთება. თავად სხვადასხვა ჯგუფებში უკრავდნენ, თუმცა საკუთარი ბენდის შექმნა უნდოდათ, რისთვისაც ვოკალისტი სჭირდებოდათ და მე მომაკითხეს. იმ დროს მე საკუთარ სიმღერებს ვწერდი, თუმცა ისინი არ გამომიქვეყნებია. ჯერ ჩვენ სამმა დავიწყეთ და მერე ელექტრონული ნაწილით უჩა შემოგვიერთდა. თავიდან აკუსტიკური პროექტი გვქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ საბოლოოდ ელექტრონულ-აკუსტიკური ვერსია შეიქმნა. ჩვენი მუსიკალური მოძრაობა „ელექტრონავტებიდან” დაიწყო – ფესტივალიდან, რომელსაც სერგი გვარჯალაძე წლებია აკეთებს. პირველად სწორად იქ შედგა ჩვენი დებიუტი. ეს იყო შარშანწინ. გაზაფხულზე დედაენაში გვქონდა კონცერტი და ამ სივრცეში ახლა მეორედ ვუკრავთ.”

ბენდის წევრები არიან გიტარისტი ნიკა გოგიაშვილი, ბასისტი –  ნოე ჭელიძე, ელექტრონულ ნაწილზე უჩა გუგუნავა მუშაობს ვოკალისტი კი ლანა ლობილაძეა. სიმღერების ნაწილი ლანას შექმნილია, ნაწილი კი ერთად მუშაობის პროცესში შექმნეს. ტექსტების ავტორი ვოკალისტი ლანა ლობილაძეა, არანჟირება კი უჩა გუგუნავას ეკუთვნის. 

Saffron Soul უახლოეს მომავალში, კერძოდ კი მარტსა და აპრილში ევროპის ქვეყნებში პირველ ტურნეს გეგმავს.

„ევროპის ტურნე საკმაოდ დიდი სიურპრიზი იყო ჩვენთვის. მეგობარი გვყავს, რომელიც ძალიან აქტიური მუსიკალური პროდიუსერია. უკრაინელია და ახლა მონტენეგროში ცხოვრობს. ყოველთვის გვადევნებდა თვალყურს, ჩვენი შემოქმედება აინტერესებდა და ბოლოს, ჩვენგან დამოუკიდებლად სხვადასხვა მუსიკალურ პროდიუსერებს და კლუბებს ასმენინებდა ჩვენს სიმღერებს და აღმოჩნდა რომ ამ ყველაფერმა დიდი დაინტერესება გამოიწვია. თავად შემოგვთავაზა, რომ პრომო-ტური გაგვეკეთებინა. კონცერტები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაიგეგმა: იქნება გამოსვლები ბერლინში, მონტენეგროს სამ ქალაქში და სლოვაკეთის ორ ქალაქში, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოსლოს შესახებ. 10 დღიანი ტურნე დაახლოებით 28 მარტიდან 6 აპრილამდე გაგრძელდება, სადაც ჩვენ ალბომში შესულ და ახალ სიმღერებს წარვადგენთ.”

მოისმინეთ Saffron Soul-ის სიმღერა When You Are Gone

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შემდეგი სტატია

2024 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე  მაილი საირუსი იმღერებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი