ნატალია ნაყოფიას ახალი სინგლი Carry On

„Carry On ჩემი ფავორიტი სიმღერაა, გვინდოდა, მელანქოლიური ჟღერადობა ჰქონოდა და თან დიდი მუხტიც წამოეღო.”
Natalia Nakopia - Carry On
Natalia Nakopia – Carry On

მუსიკოსმა ნატალია ნაყოფიამ ორ თებერვალს ახალი სინგლი, Carry On გამოსცა. სიმღერა და ტექსტი თავად ნატალიას ეკუთვნის, მუსიკალური პროდიუსერი ბორიკო შხიანია, ალეკო ბერძენიშვილმა ჩაწერაზე და ხმის რეჟისურაზე იმუშავა, ელიოტ ჯეიმს მალჰერნს მასტერინგი ეკუთვნის, გიტარაზე კი ლაშა დეისაძე უკრავს. სიმღერა ხმის ჩამწერ სტუდია Bravo Records-ში ჩაიწერა.

როგორც მუსიკოსმა „Billboard საქართველოს” განუცხადა, ამ სინგლზე საკმაოდ დიდხანს მუშაობდა და Carry On  მისთვის გამორჩეული და საინტერესო ნამუშევარია.

Ნატალია ნაყოფია:

„ამ სიმღერაზე სტუდიაში საკმაოდ დიდ ხანს ვმუშაობდი, ჩაწერის პროცესი, დამიქსვა ხანგრძლივი პროცესი იყო. მინდოდა კიდევ უფრო ამეწია ჩემი მუსიკის ხარისხი, ამიტომ საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ. Carry On  ჩემი ფავორიტი სიმღერაა. გვინდოდა, მელანქოლიური ჟღერადობა ჰქონოდა და თან ძალიან დიდი მუხტიც წამოეღო. მუშაობის პროცესი, საერთო ჯამში, ხანგრძლივი  იყო, ბევრი ვისწავლე, ბევრი ახალი ნიუანსი გავიგე და რეალურად შედეგით საკმაოდ გახარებული ვარ.

რაც შეეხება შთაგონებას, ეს სიმღერა არის იმაზე, რომ არ უნდა იფიქრო, სხვები რას იფიქრებენ შენზე, თვითმყოფადი უნდა იყო და აკეთო ის, რაც გიყვარს. არ უნდა მოექცე სხვების გავლენის ქვეშ და იყო ავთენტური, სწორედ ამას ეხება სიმღერა. ერთის მხრივ, შიდა კონფლიქტებზე, საკუთარი თავის დათრგუნვაზე და მეორე მომენტში ამონათებებზე. ცხოვრებაც ასეა, როცა ხან ჩვენ თავებში ვართ დარწმუნებულნი და ხან არა. ამ ემოციურ ტალღაზეა ეს სიმღერაც აგებული.”

მოისმინეთ ნატალია ნაყოფიას ახალი სინგლი Carry On

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2024 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე  მაილი საირუსი იმღერებს

შემდეგი სტატია

მაილი საირუსმა კარიერაში პირველი გრემი მიიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი