წლის ალბომის ნომინაციაში ტეილორ სვიფტმა რეკორდული მეოთხე გამარჯვება მოიპოვა

ჯილდო მომღერალს სელინ დიონმა გადასცა.
ტეილორ სვიფტი 2024 წლის გრემის დაჯილდოებაზე
Christopher Polk

2024 წლის გრემის დაჯილდოებაზე ტეილორ სვიფტმა ახალი ისტორია დაწერა, როცა რეკორდული, მეოთხე გამარჯვება მოიპოვა წლის ალბომის ნომინაციაში. ამჯერად გამარჯვებული მისი 2022 წლის ალბომი Midnights გახდა.

ჯილდო მომღერალს ლეგენდარულმა სელინ დიონმა გადასცა. პოპვარსკვლავის სცენაზე გამოჩენა მაყურებლისთვის დიდი სიურპრიზი იყო მას შემდეგ, რაც მომღერალს „დაჭიმული ადამიანის სინდრომის“ დიაგნოზი დაუსვეს. „ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ამას მართლა მთელი გულით ვამბობ,” – აღნიშნა მან სცენაზე.

შესავალი სიტყვის შემდეგ დიონმა წლის ალბომის ნომინაციის გამარჯვებული გამოაცხადა. ჯილდოს მისაღებად სცენაზე სვიფტი პროდიუსერ ჯეკ ანტონოფთან და ალბომის მონაწილე ლანა დელ რეისთან ერთად ავიდა და სიტყვით გამოსვლისას ორივე მათგანს მადლობა გადაუხადა. ანტონოფს მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი და თაობის საუკეთესო პროდიუსერი უწოდა, ლანა დელ რეის კი წარმატების ზენიტში მყოფი ლეგენდა. „გამიმართლა, რომ გაგიცანი და შენი მეგობარი ვარ,” – მიმართა სვიფტმა ლანას. 

მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ წლევანდელი გრემის ტრიუმფის გამო ემოციების მოზღვავებას გრძნობს, თუმცა ეს მაინც არ ჰგვრის იმხელა ბედნიერებას, როგორსაც მუსიკის კეთების პროცესი. „ჩემთვის ჯილდო მუშაობაა და ახლა ჩემი ერთადერთი სურვილი ის არის, რომ ამ ყველაფრის გაგრძელება შევძლო,” – აღნიშნა მან.

გასულ წლებში სვიფტს ხმის ჩამწერი აკადემიის ჯილდო მოგებული აქვს ალბომებისთვის Fearless (2010), 1989 (2016) და Folklore (2021).

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯეი-ზიმ გრემის ორგანიზატორები ბიონსეს გამო გააკრიტიკა 

შემდეგი სტატია

ჰარი სტაილსი, Bad Bunny და SZA  მუსიკას Universal Music Group-ის ლეიბლებზე არ წერენ, მაგრამ TikTok-იდან მათი სიმღერები მაინც გაქრება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Melqo - Crysis Crysis

Melqo-მ ახალი სინგლი და ვიდეოკლიპი Crysis Crysis წარადგინა

„კლიპის სიუჟეტი ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - მეოჯახეობა, გამოფხიზლება, ბოლო დროს საკუთარი თავის, წარსულისა და გარემოს გადააზრებისას აღმოცენებული აზრობრივი მიმართულებების, ახალი ფენებისა და ინფორმაციული განზომილებების ძიება და აღმოჩენა.“
მეტი
BTS BIGHIT MUSIC

როგორ გადაინაწილებენ BTS, Madonna და Shakira მსოფლიო ჩემპიონატის შესვენების 11-წუთიან დროს

Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში ქეითი და კითი განიხილავენ, თუ როგორ გადაინაწილებს 19 ივლისს სცენაზე სამი სუპერვარსკვლავი დროს.
მეტი

ლორინ ჰილი განმარტავს, თუ რატომ აღარ გამოსცა ახალი ალბომი Miseducation-ის შემდეგ

„რაღაც მხრივ, ჰარიეტ ტაბმენის მსგავსი ფიგურა ვიყავი, რომელიც გარბოდა იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მყოფთათვის მწარე სიმართლე ეთქვა, სანამ გარკვეული ძალები ამ კარებს არ დახურავდნენ.”
მეტი
პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC

პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

პოლ მაკარტნის გულშემატკივრებმა SNL-ის 51-ე საზეიმო ფინალში სამი ცოცხალი შესრულება იხილეს, სადაც ლეგენდარული Beatles-ის წევრი კიდევ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.
მეტი