Sexy Bicycle-ის ახალი სიმღერა – Keep On

სიმღერა მომავალი ალბომის, The Apartment-ის მეორე კომპოზიციაა.
Sexy Bicycle
Sexy Bicycle

რამდენიმე დღის წინ ჯგუფმა Sexy Bicycle ახალი სიმღერა, Keep on გამოსცა, რომელიც წინა სინგლის, Soon-ის ერთგვარი გაგრძელებაა. ორივე კომპოზიცია მომავალ ალბომ The Apartment-ში შევა.

ტექსტი და კომპოზიცია არტისტ ნიკა ელიას ეკუთვნის, რომელმაც თითქმის მთელი ალბომი პატარა, მზიან ბინაში დაწერა. ალბომი სწორედ იქ გატარებული პერიოდის და მოგონებების არქივია, რომელშიც ნიკა  მუსიკითა და ტექსტით  იქაური განწყობის და აურის გადმოცემას შეეცადა.

ნიკას თქმით, Keep On, ისევე, როგორც მთელი ალბომი, სახლში, საკუთარ თავთან მოსასმენი სიმღერაა.

Ნიკა ელია – მუსიკოსი, Sexy Bicycle:

„როცა სიმღერა Keep On-ის წერა დავიწყე, ჩემს ცხოვრებაში ისეთი რაღაც მოხდა, რაც ჩემთან თავსებადობაში საერთოდ არ მოდიოდა. ამ ყველაფერმა იმდენად ხელოვნურად ცადა ჩემს ცხოვრებაში შემოჭრა, რომ ერთადერთი, რასაც მაშინ ვგრძნობდი, ცინიზმი იყო. ვიცი, ბევრი ამ სიმღერას თავისებურად გაიგებს და გაარომანტიზებს.  შეიძლება ითქვას, მეტ-ნაკლებად ასეც არის, თუმცა ჩემი მხრიდან ამ სიმღერაში უფრო მეტი ცინიზმია, ვიდრე რომანტიკა.

რაც შეეხება ვიდეოკლიპს, ამით მინდოდა ორი სხვადასხვა პოლუსი მეჩვენებინა. სიმღერა, ერთის მხრივ, როგორც უკვე ვახსენე, არის ცინიკური, ცოტა უხეშად რომ ვთქვა, არარეალური. ძალით და ხელოვნურად პრობლემურ ამბებზე აგებული, ხოლო ვიდეოკლიპში სრულიად მეორე მხარეა ნაჩვენები, რაც რეალურ და ნამდვილ პრობლემებს გვაჩვენებს. მოკლედ რომ ვთქვა, კლიპი და სიმღერა პრობლემებზეა – იმ პრობლემებზე, რომლებსაც თავად ვქმნით, ასევე ისეთებზე, რომლებიც რეალურია და ჩვენგან დამოუკიდებლად იჭრებიან ჩვენს ცხოვრებაში. ამ ორი უკიდურესობის სინთეზით, ვფიქრობ, საინტერესო რაღაც გამოვიდა.”

ბენდმა Sexy Bicycle ახალი სინგლის და სხვა კომპოზიციების განსხვავებულ, ლაივ ვერსიებზეც იმუშავა, რომელთა მოსმენაც მათ შემდგომ კონცერტებზე შეგეძლებათ.

მოისმინეთ Sexy Bicycle-ის სიმღრა Keep On

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

16 Carriages და Texas Hold ‘Em – ბიონსე ქანთრი ჟანრის მიმართ ინტერესს ორი ახალი სიმღერით ავლენს

შემდეგი სტატია

კანიე უესტის თქმით, ახალი ალბომის გამოცემამდე სრულ გაბანკროტებას ორი თვე აშორებდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი
ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot

RECORD STORE DAY 2026-ის ბესტსელერები: ტეილორ სვიფტი, Pink Floyd, ბრუნო მარსი და სხვა შემსრულებლები

Record Store Day 2026-ისთვის 350-ზე მეტი სახეობის ჩანაწერი გამოიცა, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ დამოუკიდებელ მუსიკალურ მაღაზიებში იყიდებოდა.
მეტი