კანიე უესტის თქმით, ახალი ალბომის გამოცემამდე სრულ გაბანკროტებას ორი თვე აშორებდა

„ბოიკოტის მიუხედავად, ჩვენ გადავრჩით” – თქვა რეპერმა ინტერვიუში.
ფოტო: ვიქტორ ბოიკო/Kenzo/Getty Images

კანიე უესტის და Ty Dolla $ign-ის ერთობლივი მუსიკალური ალბომი – Vultures 1 უკვე მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომია და მისი მოსმენა სტრიმინგ პლატფორმებზეა შესაძლებელი. მიუხედავად ალბომის ამჟამინდელი აქტუალობისა, როგორც აღმოჩნდა, არც ისე დიდი ხნის წინ უესტის ფინანსური მდგომარეობა ურთულესი იყო. გამოცემა TMZ-მ „სუპერ თასის” ფინალური შოუს შემდეგ კანიესთან გასაუბრება შეძლო. სწორედ ამ დროს განაცხადა რეპერმა, რომ ალბომის გამოცემამდე სრულ გაკოტრებას რამდენიმე თვე აშორებდა. 

„გულახდილად გეტყვით – ორი თვე მქონდა დარჩენილი გაკოტრებამდე. ყველაფერი, რაც მქონდა, ამაში [ალბომში] ჩავდე და იტალიაში გადავედით”, – გაამხილა კანიემ. „ჩვენ გადავრჩით, ბოიკოტის მიუხედავად” – თქვა მუსიკოსმა და აღნიშნა, რომ ეს ალბომი მისი წარმატებული დაბრუნებაა. 

Vultures 1 კანიე უესტის პირველი პროექტია მას შემდეგ, რაც ის სიძულვილის ენისა  და ანტისემიტიზმის გამო სკანდალში გაეხვა. ამ მოვლენების შედეგად უესტი სოციალურ ქსელშიც კი დაიბლოკა, Adidas-მა კი მას კონტრაქტი გაუწყვიტა. ამ მოვლენების შემდეგ ბიზნეს ჟურნალმა  Forbes-მა დაწერა, რომ უესტის სახელი მილიარდერების სიას ჩამოშორდა. 

„ეს წინააღმდეგობის გაწევა არ ყოფილა, ეს იმის ხმამაღალი გამოხატვა იყო, თუ როგორ ვგრძნობდი თავს”, – განმარტა უესტმა. – „რომ არა ჩემი მრავალმხრივი უნარები მუსიკასა და მოდაში, რომ არა ფანების დიდი აუდიტორია, მარტივად გამანადგურებდნენ. თუმცა, რადგან ეს ყველაფერი გვქონდა, ახლა აქ ვარ და ბრძოლა შემიძლია. მიყვარს ის ხალხი, ვინც მხარს მიჭერდა.” – თქვა კანიე უესტმა. 

რაც შეეხება ალბომს Vultures 1, მსმენელის რჩეული გახდა სიმღერა Carnival. Billboard-ის კონკრეტული ალბომის სიმღერების სარეიტინგო სიაში, ეს ტრეკი პირველ ადგილზეა. Carnival ლიდერობს სტრიმინგ სერვის Spotify-ის გლობალურ ჩარტშიც. 19 თებერვლის კვირაში Billboard 200-ის ჩარტიც განახლდება, რომელშიც Vultures შესაძლოა ლიდერ პოზიციაზე აღმოჩნდეს.

ნახეთ TMZ-ის სრული ინტერვიუ კანიე უესტთან:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Sexy Bicycle

Sexy Bicycle-ის ახალი სიმღერა – Keep On

შემდეგი სტატია

რობერტ პლანტი და ალისონ კრაუსი, ფოტო: ალის გაფკიენი

რობერტ პლანტი და ალისონ კრაუსი 2024 წელს ერთობლივი ტურნეთი ბრუნდებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

მუსიკალური გამომცემლების ეროვნული ასოციაცია Spotify-ს არალიცენზირებული მასალის განთავსებაში ადანაშაულებს

ასოციაციამ Spotify-ს ოფიციალური წერილით მიმართა და ამ მასალის პლატფორმიდან ამოღება მოსთხოვა.
მეტი

TBILISI NEWCOMERS 2024

Tbilisi Newcomers 2024-ზე საკონკურსო ნამუშევრების მიღებამდე ერთი დღე რჩება.
მეტი

Wicked-ის კადრს მიღმა სცენებში არიანა გრანდე და სინთია ერივო როლზე დამტკიცებას ემოციურად ხვდებიან

პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე კინოსტუდია Universal Pictures-მა კადრს მიღმა დარჩენილი სცენების ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარი გმირები პროექტზე საუბრობენ.
მეტი

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის მონაწილე გახდა

ქულების გამოცხადებისას პირველი ადგილისათვის ორი ქვეყანა - შვეიცარია და ხორვატია იბრძოდნენ, თუმცა ჟიურის და მაყურებლის ხმებმა შვეიცარიის გამარჯვება განსაზღვრა.
მეტი
OneRepublic - Photo: Black Sea Arena

Starring Georgia-ს სცენაზე ვარსკვლავური სეზონი OneRepublic-მა გახსნა

მსოფლიო მუსიკალური სცენის გამორჩეული პოპ-როკ ბენდი OneRepublic კოლორადოში 2002 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის ვოკალისტი და პიანისტი რაიან ტედერია, ბენდის…
მეტი