ქართველი მუსიკოსის, ბაჩა მძინარაშვილის კონცერტები ნიუ-იორკისა და ლონდონის ცნობილ ჯაზკლუბებში გაიმართება

მუსიკოსი 2009 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს და საქმიანობს.
ბაჩა მძინარაშვილი
ფოტო: Ernest Gregory

ბაჩა მძინარაშვილი ქართველი პიანისტი და კომპოზიტორია, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს. ამერიკაში 2009 წელს ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში სასწავლებლად ჩავიდა. კოლეჯის დასრულების შემდეგ კი პროფესიული საქმიანობა ნიუ-იორკში განაგრძო. 

მაისში ქართველი მუსიკოსის კონცერტები ლონდონისა და ნიუ-იორკის ცნობილ ჯაზკლუბებში გაიმართება. დაგეგმილ კონცერტებზე და საკუთარ შემოქმედებაზე ბაჩა მძინარაშვილი Billboard საქართველოს ესაუბრა:

„ბერკლის კოლეჯში სწავლის პერიოდში ჩამოვაყალიბე ბენდი, რომელთან ერთადაც მონაწილეობა მივიღე არაერთ ცნობილ ჯაზფესტივალში. ასევე გავმართეთ კონცერტები ისეთ დარბაზებში, როგორებიცაა Jazz at Lincoln Center და Rose Theater. კოლეჯის დასრულების შემდეგ კი მალევე ჩავწერე ჩემი სადებიუტო ალბომი Smile, რომელშიც ჩემთან ერთად ბერკლის პროფესორები და ჩემი თანაკურსელები უკრავენ.

ამჟამად დაგეგმილი მაქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტი მაისში: ნიუ-იორკის Birdland Jazz Club-სა და ლონდონის ლეგენდარულ Ronnie Scott’s-ში. ამ ორ კლუბთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. Birdland ჩარლი პარკერის სახელობის კლუბია. ჩარლი პარკერი, მოგეხსენებათ, Bebop-ის შემქმნელია და მისი ფრაზები და ჰარმონია ჩემში ძალიან დიდ გრძნობებს აღძრავს. Ronnie Scott’s რაც შეეხება, მახსოვს, პირველად რომ ვუყურე  ჩეტ ბეიკერის ლაივს, საოცარი ემოციები დამეუფლა. ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო კონცერტი იყო, რაც კი ოდესმე მინახავს. ეს კონცერტი კი 1986 წელს სწორედ Ronnie Scott’s Jazz Club-შია ჩაწერილი. ასე რომ, ორივე ადგილი ძალიან მიყვარს. 

კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი საქსოფონისტი მაირონ უოლდენი და ჩემი მენტორი, გრემის მფლობელი მესაყვირე დარენ ბარეტი. ეს მუსიკოსები ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში. მათთან დაკვრით უამრავ რამეს ვსწავლობ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანსა თუ კომპანიას, რომლებიც მხარში დამიდგნენ ამ იდეის განხორციელებაში.

რაც შეეხება Სამომავლო გეგმებს, ბევრი სხვადასხვა აქტივობა მაქვს ჩაფიქრებული. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ ვაპირებ ჯაზაკადემიის გახსნას ნიუ-იორკში. გვინდა, რომ მსოფლიოს წამყვანი პედაგოგების მოწვევითა და ჩვენ მიერ შემუშავებული პროგრამებით ახალგაზრდა მუსიკოსებს კარიერულ ზრდასა და განვითარებაში დავეხმაროთ. ჩვენი მიზანია, რომ აქ სწავლა ქართველმა ახალგაზრდებმაც შეძლონ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard-ი განმარტავს, თუ რატომ გახდა კაროლ ჯი წლის ქალის ტიტულის მფლობელი

შემდეგი სტატია

მადონამ გაამხილა, რომ ოსკარის დახურულ წვეულებაზე თავის საყვარელ მსახიობს, კილიან მერფის შეხვდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის „მშვიდობით, თემურ” პრემიერა შედგა

მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ” 20 წლის წინ არის დაწერილი, აბსურდის თემატიკით, გროტესკითა და შავი იუმორით სავსე ნაწარმოები აქტუალობას დღესაც არ კარგავს.
მეტი

ბიონსე და კელი როულენდი Death Becomes Her-ის ბროდვეის პრემიერას  Destiny’s Child-ის მესამე წევრის, მიშელ უილიამსის მხარდასაჭერად დაესწრნენ

„My Belle“, - წერს ბიონსე პოსტის აღწერაში, რომლებიც ასახავს Death Becomes Her-ში უილიამსის თამაშის ხილვით მიღებულ შთაბეჭდილებებს.
მეტი

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი