ცნობილია 3 ჯგუფი, რომელიც Starring Georgia-ს ფარგლებში ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება

დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება.
Black Sea Arena

Starring Georgia-ს 2024 წლის სეზონის ვარსკვლავური  თარიღები უკვე ცნობილია. საერთაშორისო მუსიკალურ სცენაზე აღიარებული ვარსკვლავების შოუებით Black Sea Arena და Live Nation შეკვეთილში  დაუვიწყარ მუსიკალურ სეზონს სთავაზობს მსმენელს. ახლახან 2024 წლის თანავარსკვლავედის 3 ბენდი ოფიციალურად დასახელდა. 

OneRepublic, 10 მაისი – Black Sea Arena

Starring Georgia-ს მუსიკალურ სეზონს შეკვეთილში ამერიკული პოპ-როკ ბენდი OneRepublic გახსნის. ჯგუფის პირველი მნიშვნელოვანი წარმატება უკავშირდება კომპოზიციას – Apologize, რომელმაც ბენდს პირველი გრემის ნომინაცია მოაპოვებინა. აღნიშვნას იმსახურებს ბენდის სოლისტი რაიან ტედერი, რომელმაც სხვადასხვა თაობის საყვარელ ჰიტებზე ისეთ დიდ არტისტებთან იმუშავა, როგორებიც არიან: ბიონსე, ადელი, ტეილორ სვიფტი, Maroon 5, ჯეიმს ბლანტი და სხვები. ბენდის მოსმენის შესაძლებლობა მელომანებს პირველად საქართველოში Black Sea Arena-ზე ექნებათ.

Scorpions, 31 მაისი – Black Sea Arena

გერმანულმა, ლეგენდარულმა ჰარდ-როკ ბენდმა – Scorpions-მა Black Sea Arena-ს 10 000 მაყურებლიანი დარბაზი ერთხელ სრულად გაავსო. ამჯერად საკულტო ჯგუფი შეკვეთილს მეორედ 31 მაისს ესტუმრება. Scorpions დღემდე რჩება აქტუალურ ბენდად, რომელიც მილიონი გაყიდული ჩანაწერით და 20-მდე გამოცემული სტუდიური ალბომით სხვადასხვა თაობის საყვარელი შემსრულებელია. 

Jungle, 18 აგვისტო –  Black Sea Arena Front Stage

Black Sea Arena Front Stage-ზე  Brit Award-ის გამარჯვებული Jungle წარდგება. ქართულმა აუდიტორიამ ბრიტანული ბენდი ყველასთვის საყვარელი ჰიტით – Casio  გაიცნო. საინტერესო მუსიკალური ჟღერადობით ბენდი საერთაშორისო აუდიტორიის ყურადღებას იპყრობს. ამ დრომდე ბენდი მსმენელის წინაშე მსოფლიოს  სხვადასხვა დიდ საკონცერტო დარბაზში არაერთხელ წარდგა . Jungle-ის ასევე ხშირად ვხვდებით წამყვანი მუსიკალური ფესტივალების პროგრამაში. 

დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება. პირველი ღონისძიება, რომლის ბილეთების შეძენასაც 29 მარტის დილის 10 საათიდან ვებგვერდებზე – BSA.ge და TKT.ge შეძლებთ, OneRepublic-ის კონცერტია. BSA.ge-ზე მხოლოდ Star Ring კატეგორიის ბილეთები იქნება ხელმისაწვდომი, TKT.ge-ზე კი ყველა კატეგორიის ბილეთის შეძენას შეძლებთ.

რაც შეეხება Starring Georgia-ს, პროექტს უკვე მე-2 წელია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით Black Sea Arena წარმოგვიდგენს. კამპანიის მთავარი მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას. Starring Georgia-ს 2023 წლის სეზონზე საქართველომ არაერთ მეგა-ვარსკვლავს უმასპინძლა. როგორც თბილისში, ასევე შეკვეთილში. მსმენელის წინაშე წარდგნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები როგორებიც არიან: ბრუნო მარსი, Imagine Dragons, The Killers, Damian Lazarus, All Day I Dream.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„კახაბერი და ხანუმები” – კახაბერ ცისკარიძის მოდერნიზებული ქართული ფოლკი

შემდეგი სტატია

ბიონსე COWBOY CARTER - ფოტო: ბლერ კალდუელი

ბიონსემ ახალი ალბომის სიმღერების სია გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი