„კახაბერი და ხანუმები” – კახაბერ ცისკარიძის მოდერნიზებული ქართული ფოლკი

„ნამდვილი და გულწრფელი მუსიკალური შემოქმედება არის ის, რასაც ვერ შეაჩერებს ვერც ერთი სისტემა და რასაც არ აქვს საზღვრები.”
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

კახაბერ ცისკარიძე ქართული მუსიკალური სივრცის ის წარმომადგენელია, რომელმაც არაერთი სიახლე შესთავაზა მსმენელს, თუმცა მისი ყველაზე მთავარი და ძირითადი მუსიკალური პროექტი არის „კახაბერი და ხანუმები”, რომლის სადებიუტო ალბომის გამოცემიდან 10 წელი შესრულდა. დამახასიათებელი მუსიკალური კონცეფციით და მიგნებებით, ამ პროექტმა მოდერნიზებული ქართული ფოლკლორი წარუდგინა ადგილობრივ და მსოფლიო აუდიტორიას. 

მრავალწლიან შემოქმედებაზე სასაუბროდ Billboard Georgia მუსიკოსს შეხვდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

როგორც არტისტი ჩვენთან საუბრისას ამბობს, მუსიკა მისი ინტერესებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის ძირითადი ღერძია, რომელსაც შემდგომ კონცეპტუალურად ხელოვნების სხვადასხვა ფორმა დაუკავშირა. 

კახაბერ ცისკარიძე: 

„მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური მონაცემები ადრეული ასაკიდან მქონდა, პირველი მნიშვნელოვანი გარდატეხა მაშინ მოხდა, როცა დასარტყამი ინსტრუმენტით დავინტერესდი. 8-9 წლიდან დრამზე უკვე აქტიურად დავიწყე დაკვრა. 15 წლისა უკვე ჯაზ-ფესტივალებზე გამოვდიოდი და ადგილობრივი მასშტაბით საუკეთესო ინსტრუმენტალისტების სიაში ვიყავი. ამ პერიოდში მუსიკალურ სასწავლებელში ვაბარებდი და ჩემი ცხოვრება ჯაზს უკავშირდებოდა. 1993 წელს გაცვლითი პროგრამით ამერიკაში მოვხვდი და იქ უკვე საკუთარი მუსიკალური მიმდინარეობის კონცეფცია შევიმუშავე. ამ პერიოდში ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე, მათ შორის მუსიკალური შემოქმედების კომერციალიზაციის შესაძლებლობებსაც.  მიმდინარეობა, რომელიც ქართულ სცენაზე შემოვიტანე, იყო მოდერნიზებული ქართული ფოლკი ელექტრონულ მუსიკაში. ჩემი დაწერილი „განდაგანა” პირველი ეთნო-ჰაუსი იყო, რომელიც ჰიტად იქცა და ეს ჟანრობრივი მიმდინარეობაც პოპულარულად აქცია.”

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ამის შემდეგ მუსიკოსმა თავისი შემოქმედების  განვითარებაზე დაიწყო ფიქრი და მოდერნიზებული ფოლკის ჟანრობრივმა მიმდინარეობამ ახალი პროექტის სახე მიიღო. ქართულ მუსიკალურ სცენაზე გაჩნდა „კახაბერი და ხანუმები”, რომელიც კახაბერ ცისკარიძის თქმით, ერთდროულად არის მუსიკალური, ვიზუალური და კონცეპტუალური პროექტი. ჯგუფი 2010 წელს ჩამოყალიბდა და პირველი ალბომი, სახელწოდებით „ანიდან ჰაემდე”, 2013 წელს გამოვიდა. როგორც მუსიკოსი ამბობს, ეს პროექტი გზადაგზა დაიხვეწა. საბოლოოდ შთაგონება მივიდა იდეამდე, რომ მუსიკალურ ნამუშევრებს სამი ვოკალისტი გოგო სამ ხმაში გაშლიდა და ამ ყველაფერს თავისი ქორეოგრაფიული, თუ ვიზუალური ელემენტებიც ექნებოდა. 

კახაბერ ცისკარიძე: 

„ამით ქართული ფოლკლორის წარდგენის სწორ ფორმას მივაგენი, რაც არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო სცენაზეც მიიპყრობდა ყურადღებას. ამასთან ერთად, ჩემთვის, როგორც მუსიკოსისათვის, აუცილებელი იყო, სრული შემოქმედებითი თავისუფლება მქონოდა, რადგან მე არ  მაკმაყოფილებდა ერთ ჟანრში მუშაობა. ჯგუფის წევრებსაც უნდა ჰქონოდათ ის მონაცემები, რომ ყველა ვიზუალური, თუ მუსიკალური კომპონენტით შეკრული პერფორმანსი წარგვედგინა სცენაზე. საბოლოოდ სწორედ ასე მოხდა.”

„კახაბერი და ხანუმები” მსმენელმა გამოჩენისთანავე მიიღო და ის დღემდე არ კარგავს აქტუალობას. კონცერტებზე ყოველთვის სრულად იყიდება ბილეთები და პროექტიც აუდიტორიას  მუდმივად სიახლეებს სთავაზობს. როგორც კახაბერ ცისკარიძე ამბობს, შემოქმედებითი პროცესი არასდროს სრულდება და მუდმივად რაღაც ახალი იქმნება. 

„მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მსმენელი კრიტიკულია და მე ამას ძალიან ვაფასებ, არ მახსოვს, ამ პროექტს უარყოფითი შეფასებები ან რაიმე სახის ნეგატიური დამოკიდებულება მიეღოს.” – აღნიშნავს მუსიკოსი. 

კახაბერ ცისკარიძისათვის მუსიკალური შემოქმედება განსხვავებული ინტერპრეტაციით გაიშალა და ფორმა მიიღო. მუსიკოსის შემოქმედებით იდეებს გადმოსცემს მისი ტანისამოსის ხაზიც, რომელშიც კახაბერ ცისკარიძის ხედვა, სტილი და შთაგონების ელემენტებია გაერთიანებული.

კახაბერ ცისკარიძე: 

„ტანსაცმლის დიზაინის შექმნა ჩემთვის დავიწყე და შემდეგ უკვე ადამიანებს გავუზიარე. ზუსტად ასევე ავთენტურად მოხდა ყველაფერი, როგორც მუსიკის შემთხვევაში.”

ამ წლების განმავლობაში „კახაბერი და ხანუმების” პროექტით ხუთი ალბომი გამოვიდა. 2013 წლის სადებიუტო ალბომს 2016 წელს კიდევ ერთი EP – „ინტერნაციონალური ალბომი” მოჰყცა. მან სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორული კომპოზიციების თემებზე შექმნილი ნაწარმოებები გააერთიანა. 2019 წელს მუსიკალურმა პროექტმა კიდევ სამი ალბომი: „საგალობლები”, „ქართული ურბან ფოლკი” და „ქართული ურბან ფოლკ რემიქსი”  გამოუშვა.

კახაბერ ცისკარიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ახლა ის პერიოდია, როცა მისი შემოქმედება ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს და „კახაბერი და ხანუმები” საერთაშორისო ფესტივალების სცენაზე მრავალათასიანი უცხოელი აუდიტორიის წინაშე წარდგეს.

„ნამდვილი და გულწრფელი მუსიკალური შემოქმედება არის ის, რასაც ვერ შეაჩერებს ვერც ერთი სისტემა და რასაც არ აქვს საზღვრები. თუ ამას მსმენელი იღებს და მოსწონს, ის გაგრძელდება და მუდამ ღირებული იქნება. რადგანაც ამდენი წლის შემდეგ მსმენელი კვლავ ელოდება ჩვენს ახალ ნაწარმოებებს, ალბომს, თუ კონცერტს, ეს იმას ნიშნავს, რომ კახაბერი და ხანუმების ისტორია უნდა გაგრძელდეს.” – ამბობს კახაბერ ცისკარიძე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილი Terence Judd-Hallé-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა

შემდეგი სტატია

ცნობილია 3 ჯგუფი, რომელიც Starring Georgia-ს ფარგლებში ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი