ნინუცა ბაგრატიშვილი ახალგაზრდა ავტორ-შემსრულებელია, რომელიც მსმენელის წინაშე ახლახან ორი სინგლით წარდგა. მისი დებიუტი 2017 წელს შედგა, როცა საკუთარი სიმღერების აკუსტიკური ვერსიები გამოსცა. 7-წლიანი პაუზის შემდეგ კი მუსიკალური კარიერის განახლება გადაწყვიტა.
ნინუცა ბაგრატიშვილი:
„მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბავშვობიდან ვმღერი, თუმცა სიმღერების წერა 14 წლიდან დავიწყე. ყველა სიმღერა, რომელსაც ვწერ, ყოველთვის ჩემი ცხოვრების განსაკუთრებულ ემოციებთან და მოვლენებთან არის დაკავშირებული. კომპოზიციებს ძირითადად ბალადის სტილში გიტარის თანხლებით ვქმნი, თუმცა შემდეგ უკვე ჩაწერის პროცესში, სხვადასხვა ინსტრუმენტის შემოსვლასთან ერთად, ხანდახან იცვლება ხოლმე, ზოგჯერ ჟანრობრივადაც კი.
პირველად ჩემი კომპოზიციები 2017 წელს „ბრავო რეკორდში” ჩავწერე. Მას შემდეგ ხანგრძლივი პაუზა გამომივიდა. ამ პერიოდში სიმღერებს სულ ვწერდი, თუმცა, აი, 7 წლის შემდეგ პირველად გამოვეცი ორი სინგლი: Love is Gone და Show Me. Love is Gone ერთ-ერთია იმ სიმღერათაგან, რომლებიც 2017 წელს ჩავწერე, თუმცა ის აკუსტიკური ვერსია იყო, ახლა კი არანჟირება გავაკეთეთ, რაშიც ბიბი კვაჭაძე დამეხმარა. Რაც შეეხება Show Me-ს, ეს სულ ახალი კომპოზიციაა. ორივე მათგანი ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც წარმომედგინა. ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მონაწილეობა მიიღო სიმღერის ჩაწერის პროცესში და ეს ყველაფერი რეალობაც აქცია.”
ამჟამად ნინუცა ბაგრატიშვილი კიდევ ერთ ახალ სიმღერასა და პროექტზე მუშაობს, რომელთაც მსმენელს უახლოეს მომავალში წარუდგენს. Როგორც თავად ამბობს, ამ ეტაპზე კომპოზიციებს ცალკეულ სინგლებად გამოსცემს, თუმცა იმედი აქვს, რომ მომავალში მათ ერთ ალბომში გააერთიანებს.