ბილი აილიშმა მომავალი ალბომიდან Spirited Away-ით შთაგონებული სიმღერის თიზერი გამოაქვეყნა 

ალბომი Hit Me Hard and Soft 17 მაისს გამოვა
ბილი აილიში - ფოტო: ვიქტორია სტივენსი
ბილი აილიში – ფოტო: ვიქტორია სტივენსი

ბილი აილიშის თქმით, მესამე სტუდიური ალბომის, Hit Me Hard and Soft-ის გამოშვებამდე ერთი თვე დარჩა. მართალია, მომღერალმა წინასწარ განაცხადა, რომ არ აპირებს ალბომის გამოცემამდე სინგლების გამოშვებას, Apple Music-თან მიცემულ ინტერვიუში მან მაინც გადაწყვიტა წესები ცოტათი დაერღვია და ერთ-ერთი ტრეკის 15-წამიანი ფრაგმენტი გამოაქვეყნა.

სიმღერა სახელწოდებით Chihiro სტუდია გიბლის ანიმაციური ფილმის, Spirited Away-ს შთაგონებით არის შექმნილი, სადაც მთავარ გმირს სწორედ ეს სახელი ჰქვია. აღსანიშნავია, რომ ბილი აილიში ჰაიაო მაიძაკის ანიმაციების დიდი ხნის თაყვანისმცემელია და ხუმრობითაც თქვა, რომ Spirited Away-ს პერსონაჟ დრაკონზე შეყვარებულიც იყო.

„ყოველთვის, როცა რაიმეს ვაქვეყნებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი სხეულის შიშველ ფოტოებს ვდებ, ვფიქრობ კონკრეტულად ეს სიმღერაც ასეთია“. – თქვა ბილი აილიშმა.

ბილი აილიშის მესამე სტუდიური ალბომი Hit Me Hard and Soft 17 მაისს გამოვა. მუსიკოსის დებიუტი 2019 წელს ალბომ When We All Fall Sleep, Where Do We Go?-ით შედგა, 2021 წელს კი ალბომი Happier Than Ever გამოუშვა. ორივე ალბომი ბილბორდ 200-ის სათავეში სამი კვირის განმავლობაში ლიდერობდა.

ნახეთ ბილი აილიშის ინტერვიუ ზეინ ლოუსთან:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Nanka Gvari - 202

ნანკა გვარის ახალი სიმღერა  – 202

შემდეგი სტატია

ნიკ კეივმა და უორენ ელისმა ემი უაინჰაუსისადმი მიძღვნილი სიმღერა გამოაქვეყნეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი