Billboard-ის მუსიკალურ ჩარტში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, ჰოზიერი მსმენელებს მადლობას უხდის

სიმღერის Too Sweet პირველ ადგილზე მოხვედრა მუსიკოსისთვის სიმღერების ჩარტში პირველი ლიდერი პოზიციაა.
ფოტო: ბარი მაკკალი

ჰოზიერი მუსიკალურ ჩარტებში კვლავ დაწინაურდა. 27 აპრილის კვირის მონაცემებით მუსიკოსი Billboard-ის Hot 100-ის ჩარტში პირველ ადგილს იკავებს სიმღერით Too Sweet. ამ წარმატებას ირლანდიელი არტისტი სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა და თავის ფანებს მიმართა. 

„მინდა, ყველა მხარდამჭერს უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ, ყველა გულშემატკივარს მსოფლიოს გარშემო,”-წერს ჰოზიერი სოციალურ ქსელ X-ზე. „ეს ყველაფერი განსაცვიფრებელია, ძალიან გაკვირვებული ვარ და მინდა, თქვენი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაგიხადოთ. მიხარია, რომ Too Sweet მოგეწონათ. ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს.”

ჰოზიერი სიმღერის Too Sweet თანაავტორი და თანაპროდიუსერია. სიმღერის პირველ ადგილზე მოხვედრა მუსიკოსისთვის სიმღერების ჩარტში პირველი ლიდერი პოზიციაა. სიმღერის ფრაგმენტი მსმენელმა პირველად 6 მარტს მოისმინა, როცა ის ერთ-ერთ პოდკასტში გაჟღერდა. 22 მარტს კი ჰოზიერის EP სახელწოდებით Unheard გამოიცა, რომელიც ოთხ ტრეკს აერთიანებს. 

ნახეთ ჰოზიერის პოსტი სოციალურ ქსელში:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ბილბორდი“ K-პოპის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზებაზე იზრუნებს 

შემდეგი სტატია

ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს წინანდალსა და თბილისში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი