თბილისის ბალეტის ფესტივალი 2024 იწყება

წელს ფესტივალი მეხუთედ ტარდება.

22-30 ივნისს თბილისი ტრადიციულ საბალეტო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან და ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები. სპექტაკლები თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.

თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი 2017 წელს დაარსდა. მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილია. წელს ფესტივალი მეხუთედ ჩატარდება.

22 და 23 ივნისს ფესტივალს თანამედროვე ქორეოგრაფიის საღამოები გახსნის. საბალეტო დასი მაყურებელს ორი ერთმოქმედებიანი ბალეტის პრემიერებს შესთავაზებს. ესენია დანიელი ქორეოგრაფის, სებასტიან კლობორგის მიერ დადგმული The Test of the Best და ანტონიო ვივალდისა და ასტორ პიაცოლას მუსიკაზე შექმნილი Eyeblink, ისრაელელი ქორეოგრაფის, მარია ბარიოსის დადგმით.

25 ივნისს წარმოდგენილი იქნება ადოლფ ადანის ბალეტი „ჟიზელი”. წამყვან პარტიებს მსოფლიოში აღიარებული მოცეკვავეები დანიელ სიმკინი და მარია კოჩეტკოვა შეასრულებენ.

28 ივნისს სცენა დაეთმობა ლუდვიგ მინკუსის ორმოქმედებიან ბალეტს „ბაიადერა”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი ნინო სამადაშვილი და ფინეთის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი მიხალ კრცმარი.

ფესტივალი 30 მაისს სპექტაკლით „გედების ტბა” დასრულდება. მაყურებლის წინაშე წარდგებიან ინგლისის სამეფო ბალეტ „კოვენტ გარდენის” წამყვანი სოლისტები: ფუნი კანეკო და ვადიმ მუნტაგიროვი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფრიდა კალოს მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტანსაცმელი, რომელიც მადონას სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოებში აცვია, მუზეუმის კოლექციას არ მიეკუთვნება

შემდეგი სტატია

ნელი ფურტადოს პირველი მუსიკალური ვიდეო, რომელმაც Youtube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფესტივალ „საჩუქარისა” და ვენეციის ბიენალეს უნიკალური შესაძლებლობა ქართველ ხელოვანებს

პროექტის პრეზენტაცია 7 ოქტომბერს კინომსახიობთა თეატრში გაიმართება. ნამუშევრების შემოტანის ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.
მეტი

„მე გადმოვცურავ ზღვას” – ბასა ჯანიკაშვილის პიესის პრეზენტაცია

პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა „ახალ თეატრში” 2022 წელს შედგა და უკვე ორი წელია, სრული ანშლაგით მიმდინარეობს.
მეტი