„გრეის ანატომიის” მსახიობის ინფორმაციით, ტეილორ სვიფტი კვალავაც სერიალის ერთგული მაყურებელია

„გრეის ანატომიის” პრემიერა 2005 წელს შედგა და მას შემდეგ აუდიტორიამ სერიალის 20 სეზონი იხილა.
ფოტო: Gotham/GC Images

ცნობილია, რომ ტეილორ სვიფტი სერიალ „გრეის ანატომიის” ერთგული მაყურებელია. სერიალისადმი ვარსკვლავის სიყვარული მრავალ წელს ითვლის. შოუს შემქმნელმა შონდა რაიმსმა „გრეის ანატომია” 2005 წელს წარადგინა და მას შემდეგ აუდიტორიამ 20 სეზონი იხილა. სერიალის ერთ-ერთი ვარსკვლავის, ენტონი ჰილის თქმით, ერთგულ მაყურებელთა შორისაა ტეილორ სვიფტი. 

ახლახან ენტონი ჰილი Kansas City Chiefs-ის კაპიტანს, ტრევის კელსს შეხვდა, რომელიც უკვე თვეებია, რაც ტეილორ სვიფტს ხვდება. ჰილმა კელსთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა და სათაურის ველში მიუთითა, რომ, მისი ინფორმაციით, სვიფტი „გრეის ანატომიას” კვლავაც უყურებს. მსახიობის თქმით, მისთვის ასევე ცხადი გახდა, რომ თავად ტრევის კელსი სერიალის მაყურებელი არ არის. 

სვიფტის „გრეის ანატომიისადმი” სიყვარული დიდი ხნის წინ გამჟღავნდა. 2011 წელს მან თავის პირველ კატას სერიალის გმირის სახელი, მერიდით გრეი დაარქვა. ასევე აღსანიშნავია, რომ სიმღერა Fearless შოუს მე-5 სეზონში გაჟღერდა. როგორც ტეილორ სვიფტმა Billboard-ის 2008 წლის ინტერვიუში აღნიშნა, ეს მისი „ცხოვრების მიზანი იყო”. 

„უნდა გენახათ, როგორ მომდიოდა ცრემლები, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ამ სიმღერის [სერიალში] გამოყენებას აპირებდნენ. ასეთი გახარებული არასდროს ვყოფილვარ. „გრეის ანატომიისადმი” ჩემი სიყვარული არასდროს განელებულა. ეს ჩემი ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობაა,”- აღნიშნა ტეილორ სვიფტმა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Radiohead-ის გიტარისტი ჯონი გრინვუდი ისრაელში გამართული კონცერტით გამოწვეულ კრიტიკას გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

20 კითხვა მობისთან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი