ნახეთ: Tyler, the Creator ახალ კლიპს Come On Let’s Go ავრცელებს

ხომ იცით, როგორია, როდესაც გალოდინებენ და ამის გამო ჭკუიდან გადადიხართ? სწორედ ამ ემოციაზე საუბრობს ამერიკელი მუსიკოსი ტაილერ ოკონმა, იგივე Tyler, the Creator, კომპოზიციაში Come On Let’s Go. მისივე რეჟისორობით გადაღებულ ვიდეორგოლში კი ქალაქის გარეუბანში ავტომობილისა და სახლის ფონზე ბოლთას სცემს და გამუდმებით მობილურს დასცქერის.

“ხომ გითხარი, მალე გამზადებულიყავი. მიზეზები არ გელევა. მართალია, ერთმანეთი გვიყვარს, მაგრამ არ ვართ ერთი და იგივე ადამიანი. რამდენჯერ დაგირეკე. 5 წუთი მჭირდებაო, არადა 12-ზე მეტი გავიდა”, – რეპავს არტისტი ნამუშევარში.

კომპოზიციის პროდიუსერი ცნობილი მუსიკოსი ფარელ უილიამსი გახლავთ, რომელიც ვიდეორგოლში მბრწყინავი სათვალით ჩნდება. ნამუშევარი სწორედ მის 11-ტრეკიანი კომპილაციაში I Know Nigo იქნება წარმოდგენილი. ჩანაწერში მსმენელი აგრეთვე შეხვდება არტისტებს: A$AP Rocky, Pusha T, the Clipse, Kid Cudi, Lil Uzi Vert, Gunna და Pop Smoke.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მოუსმინეთ: Machine Gun Kelly პოპ პანკ ალბომს Mainstream Sellout ავრცელებს

შემდეგი სტატია

Tekashi 6ix9ine-ისა და ნიკი მინაჟის კლიპმა FEFE იუთუბზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი