ფარელ უილიამსმა Despicable Me 4-ის საუნდტრეკი წარადგინა

Double Life – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც ანიმაციის ახალ ნაწილში გაჟღერდება.
ფოტო: სუან გალეტი / WWD

მუსიკოსი და დიზაინერი ფარელ უილიამსი Despicable Me-ის შემოქმედებით გუნდთან გაერთიანდა. 14 ივნისს მუსიკოსმა ახალი ტრეკი გამოუშვა, რომელიც ცნობილი ანიმაციის მეოთხე ნაწილის საუნდტრეკია. Double Life – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც Despicable Me 4-ში გაჟღერდება. 

ანიმაციური ფილმის რეჟისორი კრის რენოა. Despicable Me 4-ს მაყურებელი კინოთეატრების ეკრანებზე სამ ივლისს იხილავს. სიუჟეტი კვლავაც მთავარი გმირის, გრუს ირგვლივ განვითარდება. ახალ ნაწილში ის თავის მტერს, ანიმაციის მთავარ ანტაგონისტს, მაქსიმ ლე მალს დაუპირისპირდება. 

ფარელ უილიამსის მუსიკალურ კარიერაში  ყველაზე დიდი ჰიტი სწორედ Despicable Me-ს უკავშირდება. ტრეკი სახელწოდებით Happy, რომელიც 2014 წელს გამოვიდა, ანიმაციის მეორე ნაწილის საუნდტრეკი იყო. სიმღერა Billboard Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში პირველ ადგილს იკავებდა. მუსიკალური ნამუშევრისთვის საუკეთესო პოპ სოლო შესრულების კატეგორიაში ფარელ უილიამსმა გრემიც მიიღო და ოსკარზე იყო ნომინირებული. 

მოუსმინეთ ფარელ უილიამსის ახალ სიმღერას Double Life: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯეი-ზიმ ტომ ბრედის New England Patriots-ის დიდების დარბაზში შესვლის ცერემონია გახსნა

შემდეგი სტატია

„ბილბორდის” ყოფილი გამომცემელი და თანამფლობელი სემ ჰოლდსვორთი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა  

შეიძლება დაგაინტერესოთ

Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი