ASAP Rocky შვილებთან ერთად Bottega Veneta-ს მამის დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში გამოჩნდა

კადრებში ჩანს, თუ როგორ ეთამაშება ASAP Rocky თავის ვაჟებს, რომელთაგან ერთი 2 წლისაა, მეორე კი – 10 თვის.
ფოტო: კრისტოფერ პოლკი/NBC/Getty Images

რეპერი ASAP Rocky მოდის სახლ Bottega Veneta-ს ახალ კამპანიაში გამოჩნდა. კამპანია ბრენდმა სპეციალურად მამის საერთაშორისო დღეს მიუძღვნა. შავ-თეთრ ფოტოებსა და ვიდეოში ჰიპ-ჰოპ არტისტი თავის და რიანას საერთო შვილებთან ერთად არის გადაღებული. კადრებში ჩანს, თუ როგორ ეთამაშება ASAP Rocky თავის ვაჟებს, რომელთაგან ერთი 2 წლისაა, მეორე კი – 10 თვის. 

ASAP Rocky-მ ფოტოები საკუთარ ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა. მან თავის ოჯახს, Bottega Veneta-ს და კამპანიაში მონაწილე კიდევ ერთ არტისტს, მერი ქეი ვიმსს მადლობა გადაუხადა. „სასიამოვნო იყო, მემუშავა ჩემს შვილებთან, ჩემს ოჯახთან, მეთიუ ბლეიზთან, Bottega Veneta-სთან და მერი ქეი ვიმსთან ერთად,” – წერს ASAP Rocky. 

როგორც რეპერმა აღნიშნა, ეს ფოტოები იმ სიყვარულს ასახავს, რაც მას შვილებთან აკავშირებს. „ვამაყობ, რომ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ისინი  მამას დაუძახებენ. ყველა ამაყ მამას გილოცავთ მამის დღეს,” – ვკითხულობთ ASAP Rocky-ის პოსტში. 

რეპერს ინსტაგრამის კომენტარების ველში რიანაც გამოეხმაურა და მამის საერთაშორისო დღე მიულოცა. 

35 წლის ASAP Rocky იტალიური მოდის სახლის ამბასადორის სტატუსს ფლობს. რეპერი Bottega Veneta-ს სამოსით საჯაროდ ხშირად ჩნდება და პაპარაცების ობიექტივშიც ხვდება. 

ნახეთ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც ASAP Rocky-მ მამის საერთაშორისო დღეს მიუძღვნა: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

თბილისში თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობს

შემდეგი სტატია

Coldplay ფოტო: ანა ლიი

Coldplay მეათე სტუდიური ალბომის, Moon Music-ის შესახებ ახალ დეტალებს ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი