კრისტ ნოვოსელიკის ახალმა ჯგუფმა Nirvana-ს სიმღერა Love Buzz კურტ კობეინის მშობლიურ ქალაქ აბერდინში შეასრულა

ბასისტის Bona Fide Band-მა ალბომ Bleach-ში შესული სიმღერის საკუთარი ვერსია დაუკრა.
კრისტ კოვოსელიკი
კრისტ კოვოსელიკი

21 ივნისს  Nirvana-ს ყოფილმა ბასისტმა კრისტ ნოვოსელიკმა ახალ ჯგუფ The Bona Fide Band-თან ერთად Make Music Day-ის დღეების ფარგლებში აბერდინში კონცერტი გამართა. Ვაშინგტონის შტატში მდებარე აბერდინი სწორედ ის ქალაქია, სადაც ის და კურტ კობეინი გაიზარდნენ და შექმნეს საკულტო გრანჟ ჯგუფი Nirvana.

ჯგუფ The Bona Fide Band-ის წევრები არიან კრისტ ნოვოსელიკი (ბასი), მარკ პიკერელი (დრამი), ჯილიან რეი (ვოკალი), ჯენიფერ კონსონი (ვოკალი) და კეტი მური (გიტარა)

ბენდმა Nirvana-ს სიმღერა Love Buzz-ის ქავერ ვერსია შეასრულა, რომელიც 1989 წელის სადებიუტო ალბომ Bleach-შია შესული. ტრეკი თავდაპირველად 1969 წელს ჰოლანდიურმა როკ-ჯგუფმა Shocking Blue-მ შეასრულა.

The Bona Fide Band-ის დებიუტი სიეტლში 20 ივნისს Easy Street Records-ში შედგა. Nirvana-ს ოფიციალური X-ის (ტვიტერის) თანახმად ბენდს ივლისის ბოლომდე ვაშინგტონში რამდენიმე კონცერტი აქვს დაგეგმილი.

კრისტ ნოვოსელიკმა  The Bona Fide Band ვაშინგტონში მისი ახალი პოლიტიკური პარტიის, „კასკადის“ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩამოაყალიბა.

„ეს არ არის ჩვეულებრივი წვეულება, ჩვენ ვცდილობთ რაღაც განსხვავებული გავაკეთოთ, ჩვენ გვინდა საზღვრები გავარღვიოთ.“- განუცხადა კრისტ ნოვოსელიკმა Komo News.

კრისტ ნოვოსელიკი პარტია „კასკადის“ თავმჯდომარეა. „კეთილსინდისიერი პარტიის საკვალიფიკაციოდ 1000 მოქმედი ხელმოწერაა საჭირო, ასე რომ შოუები რეალურად პოლიტიკური კონვენციებია, ჩვენ ვაპირებთ ხალხს ვთხოვოთ, ხელი მოაწეროს პეტიციას, თუ სურვილი აქვთ, რომ ახალი პარტია შეიქმნას.“ – უთხრა ნოვოსელიჩმა KOMO-ს.

„ის, რაც ადამიანებს მოგონებებს და გრძნობებს აღუძრავს და უკან აბრუნებს, ნამდვილად არის მუსიკა და მისი ჯადოსნობა. ჩვენ არ ვაპირებთ ამის პოლიტიკით დაბინძურებას, ჩვენ არ ვაპირებთ პოლიტიკური მოწოდებებით გამოსვლას“ – ამბობს მუსიკოსი.

წელს კურტ კობეინის გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა. Nirvana-ს ფრონტმენი 1994 წლის 8 აპრილს გარდაიცვალა.

ნახეთ კრის ნოვოსელიჩის The Bona Fide Band-ის ქავერ შესრულება სიმღერაზე Love Buzz.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tbilisi Open Air 2024 დასრულდა

შემდეგი სტატია

გამორჩეული ქართველი არტისტის, DEENA-ს ლაივ კონცერტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი