მუსიკოსები და სხვა ცნობილი ადამიანები ტრამპის მკვლელობის მცდელობას სოციალურ ქსელებში ეხმიანებიან

ნასროლი ტყვია ტრამპს სიტყვის გამოსვლისას ყურთან მოხვდა, რის შემდეგაც იგი დაცვამ სცენიდან დაუყოვნებლივ გაიყვანა.
Anna Moneymaker/Getty Images

დონალდ ტრამპს პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას ესროლეს. ყოფილ პრეზიდენტს ნასროლი ტყვია სიტყვის გამოსვლისას ყურთან მოხვდა, რის შემდეგაც იგი  დაცვამ სცენიდან დაუყოვნებლივ გაიყვანა.

დონალდ  ტრამპი შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატია. როგორც მისმა ოფიციალურმა

წარმომადგენლებმა განაცხადეს, ტრამპი კარგად გრძნობს თავს მას შემდეგ, რაც ადგილობრივი საავადმყოფოს მედ-პერსონალმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმა. ამის შემდეგ ტრამპმა თავისსავე სოციალურ ქსელში, სახელწოდებით Truth Social შემთხვევის დეტალები გაიხსენა. „ტყვია მესროლეს, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა. მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო, რადგან გასროლის ხმაც გავიგე და კანზე ტყვიის მოხვედრა ვიგრძენი. სისხლდენა მქონდა და გავაცნობიერე, რაც ხდებოდა,” – წერს ტრამპი. 

როგორც The New York Times იუწყება, მსროლელი სნაიპერი მოკლულია. შემთხვევას ასევე ემსხვერპლა შეხვედრის ერთი დამსწრეც.  „მინდა, სამძიმარი ვუთხრა იმ ადამიანის ოჯახს, რომელიც შეხვედრაზე დაიღუპა. ასევე მწუხარება გამოვხატო იმ ოჯახის მიმართ, ვისი წევრიც მძიმედ არის დაშავებული,” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.  

სროლის დროს ტრამპს ფოტოგრაფები უღებდნენ. ფოტოებმა დააფიქსირა კადრი, თუ როგორ აღმართა მან მუშტი, როცა დაშავებული დაცვას სცენიდან გაჰყავდა. 

მომხდარს ბრიფინგით გამოეხმაურა ჯო ბაიდენიც. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე პენსილვანიის ადგილობრივ პოლიციასთან ერთად ფედერალური სამსახური მუშაობს. თავად ბაიდენმა მიმართვისას აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ყველამ უნდა დაგმოს. პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მოხარულია,  რადგან ტრამპი თავს კარგად გრძნობს. The Associated Press-ის ინფორმაციით ბაიდენის კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებისთვის მიმართვის ვიდეოების და სატელევიზიო რეკლამების გაშვება დროებით შეჩერებულია. 

სროლის შესახებ ამბავი სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა და მას არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. ილონ მასკმა X-ზე ტრამპს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა: „ბოლოს, ამერიკას ამგვარი კანდიდატი თეოდორ რუზველტი ჰყავდა.”

შემთხვევის შესახებ პოსტები გამოაქვეყნეს მომღერლებმაც. „ტრამპს ესროლეს. მისი დამარცხება სამართლიან შეჯიბრში არ შეუძლიათ, ამიტომ მოკვლა სცადეს, თუმცა ააცილეს,” – წერს ქანთრი ჟანრის მუსიკოსი ჯონ რიჩი. 

პოსტი გამოაქვეყნა ჯოშ ტერნერმაც. „მადლობა ღმერთს, ტრამპი კარგადაა. ვლოცულობ მისთვის და იმ ოჯახისთვის, ვისი სიცოცხლეც მომხდარს  ემსხვერპლა.”

50 Cent შემთხვევას თავისი ტრეკის Many Men-ის ფრაგმენტის გამოქვეყნებით გამოეხმაურა. კიდ ქადის თქმით კი, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის მხარდამჭერი არ არის, მომხდარს გმობს.  ტრამპზე თავდასხმას გამოეხმაურა M.I.A. „სპეციალურად ამერიკისათვის ვეძებ ტყვიაგაუმტარ მზის ქუდს,”- წერს არტისტი სოციალურ ქსელში. 

ნახეთ შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტები: 


Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფესტივალი „Art-გენი“ 2024 იწყება

შემდეგი სტატია

ერეკლე გეწაძის მუსიკალური სატირა

შეიძლება დაგაინტერესოთ

50 Cent გამოეხმაურა Lil Baby-ს აღიარებას, რომ მან აზარტულ თამაშებში 8 მილიონი დოლარი ერთ დღეში წააგო

50 Cent-მა Lil Baby-ს ინტერვიუს ფრაგმენტი Instagram-ზე გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით ვიდეო წაიშალა.
მეტი

არიანა გრანდემ მანჩესტერის საავადმყოფოებში მყოფ ბავშვებს საშობაო საჩუქრები გადასცა

საქველმოქმედო ორგანიზაციის განცხადებით, მომღერლის მიერ გაგზავნილი საჩუქრები გადაეცა ჩვილებს, ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც მკურნალობას გადიან და ამიტომ დროებით ცხოვრობენ საავადმყოფოებში.
მეტი

ხატია ბუნიათიშვილმა საფრანგეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში ჯანსუღ კახიძის „ალილო” შეასრულა

ხატია ბუნიათიშვილმა შოუს მსვლელობისას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა.
მეტი
Wham! - Last Christmas Courtesy Photo

Wham!-ის წევრ ენდრიუ რიჯლის თქმით, ცნობილი სიმღერის, Last Christmas-ის მრავალი ქავერი მისი გენიალურობის დასტურია

Pop Shop Podcast-ში ენდრიუ რიჯლიმ მუდმივად აქტუალურ ჰიტზე, Last Christmas-ზე ისაუბრა, რომელიც შესრულებულია საბრინა კარპენტერის, ჩაპელ როიანის, არიანა გრანდეს, ტეილორ სვიფტის და სხვა მრავალი ცნობილი მომღერლის მიერ.
მეტი

Jazz club 1984 მუსიკალურ საღამოებს 27 დეკემბრიდან აღადგენს

„27 დეკემბრიდან აღვადგენთ მუსიკალურ საღამოებს, რომლებიც ფინანსურად ხელს გაუმართავს მიმდინარე პროცესების შედეგად უსახსროდ დარჩენილ მუსიკოსებს.“
მეტი