Blur-ის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი To The End

დოკუმენტური ფილმი ბრიტ-პოპის ლეგენდარული ჯგუფის შესახებ საინტერესო ამბებს გვიყვება
გრეჰემ კოქსონი 2023 წელს Lucca Summer Festival-ზე Blur -ის კონცერტი. ფოტო: მაირო ცინკუეტი
გრეჰემ კოქსონი 2023 წელს Lucca Summer Festival-ზე Blur -ის კონცერტი. ფოტო: მაირო ცინკუეტი

დოკუმენტურ ფილმ  To The End-ის გადაღების დროს ჯგუფ Blur-ის წევრები მეცხრე სტუდიური ალბომის, The Ballad of Darren-ის მოსასმენად ინგლისში ხმის ჩამწერ სტუდიაში შეიკრიბნენ. 

Billboard-თან საუბრისას გიტარისტი გრემ კოქსონი ამ მომენტს იხსენებს: „ეს ყველაფერი ძალიან კარგია, როცა ჯდები, იწყებ ტექსტის და მუსიკის შექმნას, მაგრამ სულ სხვა ემოციაა, როცა ამ ჩანაწერს უკვე უსმენ. ეს ძალიან ძლიერი გრძნობაა, სიმღერა უცებ აბსოლუტურად სხვა სახით იბადება.“ 

დოკუმენტური ფილმი To The End დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის კინოთეატრებში 19 ივლისს გამოდის. ფილმი ლეგენდარული ბრიტ-პოპ ჯგუფის წევრების მუსიკალურ მოგზაურობაზე გვიყვება, სადაც მათი ორი ტრიუმფალური შოუც არის ასახული, რომელიც 2023 წლის ივლისში ლონდონში, უემბლის სტადიონზე გაიმართა. დოკუმენტური ფილმის რეჟისორი ტობი L გახლავთ, რომელიც ასევე თანამშრომლობდა ორივია როდრიგოსთან და ლიემ გალაჰერთან.

ძალიან ბევრი არტისტია, რომელთაც უბრალოდ არ სურთ თავიანთი სუსტი მხარის წარმოჩენა, თუმცა, ვფიქრობ, მუსიკალური დოკუმენტური ფილმები სწორედ ამიტომაც არის ცოტა ცინიკური. Blur დათანხმდა ჩემ შეთავაზებას, სადაც დაუფარავად გვსურს სიმართლე ვაჩვენოთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო მათი სარეკლამო ფილმი, სადაც ყველაფერი ლამაზად იქნებოდა წარმოჩენილი.“ – განაცხადა Billboard-თან საუბრისას რეჟისორმა ტობი L-მა.

ტობი L-ის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლების ბრიტ-პოპის ოპტიმიზმი დიდი ხანია გაქრა, ბრიტანელი მოზარდები მაინც იხრებიან ამ ჟანრისკენ. “თემები, რომლებზეც დეიმონი მღეროდა, განსაკუთრებული იყო იმ პერიოდისთვის, ეს იყო ადამიანური მდგომარეობა, ერთგვარი სატირა, რომელიც ახლაც საკმაოდ აქტუალურია.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Iveria Beach – ხარისხიანი მუსიკა, გამორჩეული სერვისი და უნიკალური გარემო

შემდეგი სტატია

დონალდ გლოვერი 2024 წლის Met Gala-ზე. ფოტო: ალია ანდერსონი

Childish Gambino-ს უკანასკნელი ალბომი Bando Stone & The New World

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი