ჯესი ჯეიმ ADHD/OCD დიაგნოზის შესახებ ისაუბრა

მომღერლის თქმით, შვილის დაბადებამ პრობლემა კიდევ უფრო ნათელი გახადა.
ჯესი ჯეი
Mauricio Santana/Getty Images

ჯესი ჯეიმ ფანებს გაუმხილა, რომ სამი თვის წინ მას ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისა (OCD) და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) დიაგნოზი დაუსვეს. მომღერლის თქმით, ეს ინფორმაცია მას ბავშვობისა და მოზარდობისას არსებული პრობლემების გააზრებაში დაეხმარა.

სოციალურ ქსელში დაწერილ ვრცელ პოსტში 36 წლის ვარსკვლავი ხსნის, თუ როგორ იმოქმედა დიაგნოზის გაგებამ საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებაზე. 

„3 თვის წინ დამისვეს ADHD-სა და OCD-ის დიაგნოზი. რეაქცია, რომელიც მქონდა, იყო: „კი, ჩვენ ეს ვიცოდით” და, რა თქმა უნდა, რაღაც დონემდე ვიცოდი, მაგრამ ბავშვის გაჩენამ ის კიდევ უფრო ცხადი გახადა. ეს კი, რაღაც მხრივ, დამამშვიდებელი აღმოჩნდა, რადგან ჩემთვის ნაკლებად მძიმე და საშიში გახდა. გარკვეული პერიოდი ვფიქრობდი, რომ ამის შესახებ ვერ ვისაუბრებდი. თუმცა, აი, აქ ვარ და ამაზე ვსაუბრობ,” – წერს მომღერალი.

„უცნაურია, როცა იცი, რომ მთელი ცხოვრებაა, თავს ცოტა განსხვავებულად გრძნობ და მოვლენებს განსხვავებულად აღიქვამ. ერთ დღესაც კი, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელი, ვიღაც გიხსნის, თუ რატომ ხდება ეს და რომ ამის თავიდან მოშორება არ შეგიძლია. გულწრფელად რომ ვთქვა, ახლა ვფიქრობ, რომ ეს სუპერძალაა, როცა მას სწორი პერსპექტივიდან შეხედავ და სწორ მხარდაჭერას მიიღებ შენ ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან.” 

2020 წლის მონაცემებით, ADHD მსოფლიოს მასშტაბით 366 მილიონზე მეტ ზრდასრულს, ხოლო OCD-ის დიაგნოზი მსოფლიო მოსახლეობის 1-3% აქვს დასმული.  „მე ვცდილობ, რომ ხელი ჩაგკიდოთ, რადგან თავად მეც მჭირდება ხელის ჩაკიდება. მე არ მაქვს საზღვრები. ამ დიაგნოზმა ჩემი თავი უფრო შემაყვარა. ახლა მე ჩემს 11 წლის თავს ვეხუტები, რომელიც სპორტულ ფეხსაცმელს კბილის ჯაგრისით წმენდდა, როცა დასტრესილი იყო და დღემდე 1000 სიით ცხოვრობს, იმ გრძნობისგან თავის დასაღწევად, რომ ცხოვრება ჩამოეშლება.”

მომღერალმა პოსტი ამაღლებულ განწყობაზე დაასრულა: „არაფერია ცხოვრებაში, რაც ჩვენ განგვსაზღვრავს, მაგრამ ეს ყველაფერი გვეხმარება, რომ გავიზარდოთ და ჩვენი თავის უფრო სრულყოფილი ვერსია გავხდეთ.”

ნახეთ ჯესი ჯეის პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კლუბი Mtkvarze  წარმოგიდგენთ ფესტივალების სერიას სახელწოდებით – Zgvaze Series 

შემდეგი სტატია

ინტერვიუ მურმან წულაძესთან

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი