ლედი გაგა მაიკლ პოლანსკიზეა დანიშნული

პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს მომღერალმა პოლანსკის საქმრო უწოდა.
ლედი გაგა და მაიკლ პოლანსკი
Gotham/GC Images

პარიზის ოლიმპიადის დროს ლედი გაგამ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს მაიკლ პოლანსკი საქმროს სტატუსით წარუდგინა, რითაც გაამხილა, რომ წყვილი დანიშნულია. 

„ჩემი საქმრო მაიკლი,” – ისმის ვიდეოში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ვიდეოში საფრანგეთის პრემიერი მომღერალს ეხუტება და ხელს ართმევს პოლანსკის, რომელიც ოთხ წელიწადზე მეტია, ლედი გაგას პარტნიორია. 

@gabriel_attal

Thank you Lady Gaga for your stunning performance at the opening ceremony. It was breathtaking. 🤩🫶

♬ son original – Gabriel Attal

გაგა და პოლანსკი საჯაროდ ერთმანეთს 2020 წლიდან ხვდებიან. მომღერალმა ურთიერთობა ოფიციალურად ინსტაგრამის პოსტით დაადასტურა.  ერთი თვის შემდეგ კი ინტერვიუში მან პოლანსკის „ჩემი ცხოვრების სიყვარული” უწოდა.

პრემიერს ლედი გაგას დანიშვნის ამბავი არ უხსენებია. ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ: „მადლობა, ლედი გაგა, გახსნის ცერემონიაზე საოცარი წარმოდგენისთვის. ეს სუნთქვისშემკვრელი იყო.”

ლედი გაგა პირველი არტისტი იყო, რომელმაც ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის სცენა დაიკავა და ფრანგულენოვანი Mon Truc en Plume კაბარეს სტილში შეასრულა.  საფრანგეთში ყოფნისას მან პარიზელი ფანებიც გააოცა და მომავალი, მეშვიდე სტუდიური ალბომიდან პატარა მუსიკალური თიზერიც გააჟღერა.

„ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემი ფრანგი ფანების ხილვა,” – დაწერა მომღერალმა ინსტაგრამზე. „ამაღამ აუცილებლად გამოვალ და დაგემშვიდობებით LG7-ის რამდენიმე წამის ფონზე.”

LG7, როგორც ამ დრომდე გაგას ახალ ალბომს ჰქვია, 2020 წელს გამოცემულ ალბომს Chromatica-ს მოჰყვება, რომელიც მომღერლის რიგით მეექვსე Billboard 200-ის ლიდერი ალბომი იყო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიონსემ პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის გადაღებულ ვიდეოში შეერთებული შტატების ნაკრები წარადგინა

შემდეგი სტატია

შინეიდ ო’კონორის გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად დასახელდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Melqo - Crysis Crysis

Melqo-მ ახალი სინგლი და ვიდეოკლიპი Crysis Crysis წარადგინა

„კლიპის სიუჟეტი ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - მეოჯახეობა, გამოფხიზლება, ბოლო დროს საკუთარი თავის, წარსულისა და გარემოს გადააზრებისას აღმოცენებული აზრობრივი მიმართულებების, ახალი ფენებისა და ინფორმაციული განზომილებების ძიება და აღმოჩენა.“
მეტი
BTS BIGHIT MUSIC

როგორ გადაინაწილებენ BTS, Madonna და Shakira მსოფლიო ჩემპიონატის შესვენების 11-წუთიან დროს

Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში ქეითი და კითი განიხილავენ, თუ როგორ გადაინაწილებს 19 ივლისს სცენაზე სამი სუპერვარსკვლავი დროს.
მეტი

ლორინ ჰილი განმარტავს, თუ რატომ აღარ გამოსცა ახალი ალბომი Miseducation-ის შემდეგ

„რაღაც მხრივ, ჰარიეტ ტაბმენის მსგავსი ფიგურა ვიყავი, რომელიც გარბოდა იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მყოფთათვის მწარე სიმართლე ეთქვა, სანამ გარკვეული ძალები ამ კარებს არ დახურავდნენ.”
მეტი
პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC

პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

პოლ მაკარტნის გულშემატკივრებმა SNL-ის 51-ე საზეიმო ფინალში სამი ცოცხალი შესრულება იხილეს, სადაც ლეგენდარული Beatles-ის წევრი კიდევ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.
მეტი