კიმ კარდაშიანი ჯიმი ფელონთან The Tonight Show-ში იმყოფებოდა, რა დროსაც მან პირად ურთიერთობებზეც ისაუბრა. იგი ამჟამად არავის ხვდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი შვილები ცდილობენ, პარტნიორი მოუძებნონ: “ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, ჩემი შვილები ცდილობენ ახალი პარტნიორი მომიძებნონ, ვფიქრიბ ამისთვის მზად არ ვარ, მაგრამ ისინი უკვე სიას ადგენენ.”
კიმ კარდაშიანს ყოფილი ქმრისგან, კანიე უესტისგან, ოთხი შვილი ჰყავს: თერთმეტი წლის ნორთსი, რვა წლის სენტი, ექვსი წლის ჩიკაგო და ხუთი წლის სალმი. კიმის თქმით, სენტის, რომელიც სპორტის დიდი გულშემატკივარია, სურს, რომ კიმი კალათბურთელს ან ფეხბურთელს ხვდებოდეს. კიმის თქმით ის ამ ეტაპისთვის ჯერ მზად არ არის.
კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა. კარდაშიანს 2022 წელს კომიკოს პიტ დევიდაონთან ხანმოკლე რომანი ჰქონდა. სულ ახლახანს კი გავრცელდა ჭორი თითქოს კარდაშიანი ამერიკული ფეხბურთის Baltimore Ravens-ის გუნდის წევრ ოდელ ბექემ უმცროსს ხვდება, თუმცა ეს ინფორმაცია მათ საჯაროდ არასდროს დაუდასტურებიათ.