Snoop Dogg  პოლ მაკარტნისთან შესაძლო თანამშრომლობაზე საუბრობს

„ეს პოლ მაკარტნია და მან იცის, ვინ ვარ მე.” – ამბობს რეპერი ლეგენდარულ მუსიკოსთან შეხვედრაზე
Dr. Dre და Snoop Dogg, 2024 წლის 19 მარტი, ფოტო: რენდი ჰოლმსი
Dr. Dre და Snoop Dogg, 2024 წლის 19 მარტი, ფოტო: რენდი ჰოლმსი

ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე გამოსვლის შემდეგ Snoop Dogg-მა და Dr. Dre-იმ  Complex-ის შოუში ისაუბრეს, სადაც Snoop Dogg-მა პოლ მაკარტნისთან შეხვედრა გაიხსენა. 

რეპერმა აღნიშნა, რომ ჰოლივუდში კონცერტი გამართა, სადაც სტუმრად მაკარტნიც იმყოფებოდა. „ჰოლივუდში პატარა კონცერტი მქონდა, რომელსაც პოლ მაკარტნიც ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ The Beatles-ის დიდი გულშემატკივარი ვიყავი, აქამდე პოლ მაკარტნის პირადად არ ვიცნობდი. როცა კულისებში ვიყავი, ვიღაც მოვიდა და მითხრა, რომ პოლ მაკარტნის ჩემთან შეხვედრა სურდა. ძალიან გამიხარდა და თან გაოცებული დავრჩი.” – ამბობს Snoop Dogg-ი.

„პოლ მაკარტნი შემოვიდა და გადამეხვია. მან იცის, ვინ ვარ და ეს ჩემთვის დასაფასებელია, ჩვენ ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს ვცემთ.” – აღნიშნა რეპერმა. 

ინტერვიუს დროს Snoop Dogg-მა პოლ მაკარტნისთან თანამშრომლობის დიდი სურვილიც გამოთქვა. რეპერისა და პოლ მაკარტნის ერთობლივი ფოტო პირველად ჯიმი ბაფეტის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე გამოჩნდა. 

რაც შეეხება Dr. Dre-ის,  მისი თქმით, მან ერთხელ უკვე ლეგენდარულ მუსიკოს სტივი უანდერთან თანამშრომლობის შანსი ხელიდან გაუშვა, თუმცა ახლა ის უკვე მზადაა მასთან კოლაბორაციისთვის. „ეს სიგიჟეა, რამდენჯერმე გადავიკვეთეთ მე და სიტვი უანდერი. მან დამირეკა კიდეც. ერთხელ რესტორანშიც შევხვდი. სტივი ჩემთვის გამორჩეულია, ის ჩემი გმირია და მე აუცილებლად ვითანამშრომლებ მასთან.”

მიუხედავად იმისა რომ Dr. Dre-ს სტივი უანდერთან სტუდიაში არ უმუშავია, Snoop Dogg-მა შეახსენა, რომ იგი Busta Rhymes-ის სიმღერა Through the Storm-ის თანაპროდიუსერი იყო, სადაც სტივი უანდერიც მღერის.

Snoop Dogg და Dr. Dre პირველი სრულმეტრაჟიანი ალბომის გამოსაცემად ემზადებიან. ახალი პროექტის სახელწოდებაა Missionary და მისი გამოცემა შობის დღესასწაულამდე იგეგმება.

ნახეთ Snoop Dogg-ისა და Dr. Dre-ს  სრული ინტერვიუ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tinariwen – გრემის მფლობელი ჯგუფი საჰარიდან თბილისს ეწვევა

შემდეგი სტატია

ალიშა კისი - ფოტო: რამონ რივასი

ალიშა კისის სიმღერა No One არტისტის პირველი სოლო ჩანაწერია, რომელმაც ბრილიანტის სერტიფიკატი მიიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი