ნახეთ ნოელ გალაგერის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დაიშალა „ოაზისი”

ბენდის კონცერტების მილიონზე მეტი ბილეთი რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა.
ლიამ და ნოელ გალაჰერები, 1998 წელი
Dave Hogan/Getty Images

მას შემდეგ, რაც „ოაზისმა” დაბრუნება და ახალი ტურნე დააანონსა, ნოელ გალაგერი პირველად გამოჩნდა კამერების წინ. ჯგუფის ფანი სტივ შევარდი გალაგერს ლონდონის ერთ-ერთ მაღაზიაში შეხვდა. შევარდი მაღაზიაში შვილებთან ერთად იმყოფებოდა. საყვარელ მუსიკოსთან შეხვედრის დეტალები კი მან სოციალური ქსელით გაავრცელა.

გამოქვეყნებულ ვიდეოში შევარდი შვილებს ნოელ გალაგერს აცნობს: „ეს მამას ლეგენდარული ბენდია”, რის შემდეგაც საუბარში ბავშვები ერთვებიან. შევარდის ერთ-ერთი ვაჟი გალაჰერს კითხვას უსვამს, თუ რა იყო ძმასთან კონფლიქტის მიზეზი, რაზეც მუსიკოსი სრული სერიოზულობით პასუხობს: „მან ჩემი სათამაშო დათუნია მომპარა.” ბავშვების სიცილის შემდეგ კი აზუსტებს: „არ ვიტყუები. მან ის 1978 წელს მომპარა.”

შევარდის შემდეგ ვიდეოში კი გალაგერი და ბავშვები უკვე ქუჩას მიუყვებიან და მუსიკოსის შავ როლს როისზე საუბრობენ. „ნამდვილი ჯენტლმენი,” – ასე მოიხსენიებს შევარდი პოსტში გალაგერს. 

2009 წლის შემდეგ „ოაზისი” თავის პირველ კონცერტს მომავალ ზაფხულს გამართავს. ბენდმა ხელახალი გაერთიანება და 2025 წლის მსოფლიო ტურნე სულ ცოტა ხნის წინ დააანონსა. ამ ეტაპზე მხოლოდ ინგლისისა და ირლანდიის კონცერტების თარიღებია ცნობილი. 

დაანონსებული კონცერტების ბილეთები გასაყიდად 31 აგვისტოს გამოვიდა და მილიონზე მეტი ბილეთი სულ რამდენიმე საათში გაიყიდა. ფანების ნაწილი იმედგაცრუებულია, რადგან საათობით რიგში დგომის შემდეგ მათ ბილეთები არ შეხვდათ. დიდ მოთხოვნას ვერ გაუძლეს ბილეთების საიტებმაც, რომელთა გაუმართავმა მუშაობამაც ფანების გაბრაზება გამოიწვია.

„საათები გავატარე რიგში. ბოლო ნაბიჯზე კი მთლიანი საიტი მწყობრიდან გამოვიდა,” – ამბობს ერთ-ერთი ფანი. „როცა რიგში ვიყავი, ჩემი მეზობლის სახლიდან Wonderwall-ის ღრიალის ხმა გავიგე. ცხადი იყო, რომ ბილეთების ყიდვა მოახერხეს.”

დღის ბოლოს კი ბენდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბილეთები სრულად გაიყიდა, თუმცა აღნიშნა, რომ  უახლოეს მომავალში კიდევ ახალი კონცერტები დაანონსდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ABBA Baillie Walsh

ABBA-მ  დონალდ ტრამპს კამპანიიდან სიმღერის Winner Takes All ამოღება მოსთხოვა

შემდეგი სტატია

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მე-6 სეზონი გაიხსნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქარდი ბი მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს პასუხობს: „სასამართლოში შევხვდებით”

„პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს ახლა თავის დაძვრენა სურთ, მაგრამ გააუთოვეთ თქვენი საუკეთესო კოსტიუმები, რადგან სასამართლოში შევხვდებით!!!!”
მეტი

Super Bowl-ის მუსიკალური შოუს პროდიუსერის თქმით, ჰედლაინერზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯეი ზის ეკუთვნის

ბოლო დღეებია ინტერნეტში აქტიურად განიხილებოდა ის, რომ 2025 წლის Super Bowl მუსიკალურად ლილ უეინს უნდა გაეფორმებინა, რადგან მატჩი ახალ ორლეანში, უეინის მშობლიურ ქალაქში იმართება.
მეტი

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ტეილორ სვიფტი სძულს

სვიფტს პერსონალურად ტრამპის საწინააღმდეგო განცხადება არ გაუვრცელებია. მან თავის ფანებს არჩევნებში რეგისტრაციისაკენ მოუწოდა.
მეტი