ჰეილი ბიბერი ახალბედა დედაა. მოდელმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც დედობის აღსანიშნავად ოქროსა და ბრილიანტის ბეჭედი ამშვენებს. ბეჭედზე კი ამოტვიფრულია სიტყვა „დედა.”
Page Six-ის თანახმად, ულამაზესი ბეჭედი Isa Grutman Jewelry-ის მიერ არის შექმნილი. 0,21 კარატიანი ბრილიანტისა და 14 კარატიანი ოქროს ბეჭდის ღირებულება 2000 დოლარს შეადგენს.
გასულ თვეს ჰეილი და ჯასტინ ბიბერებს პირველი შვილი, ჯეკ ბლუზ ბიბერი შეეძინათ. ეს სიახლე საზოგადოებამ მათი ინსტაგრამ პოსტის საშუალებით შეიტყო.
მოდელი რამდენიმე თვის წინ ჟურნალ W-ს ყდაზე გამოჩნდა და ინტერვიუში ორსულობის შესახებ ისაუბრა. ჰეილიმ თქვა, რომ ორსულობის დასაწყისი მისთვის ძალიან ემოციური იყო, რადგან აინტერესებდა, როგორ შეიძლებოდა ისე ჰყვარებოდა სხვა ადამიანი, როგორც ჯასტინი.