ლეგენდარული Jackson 5-ის გიტარისტი ტიტო ჯექსონი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა

გამოცემა PEOPLE-მა ინფორმაცია ტიტოს ძმისშვილის, სიგი ჯექსონისგან მიღებული ინფორმაციით დაადასტურა
ტიტო ჯექსონი
ტიტო ჯექსონი

გამოცემა Entertainment Tonight-ის თანახმად, თავდაპირველად ტიტო ჯექსონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჯექსონების ოჯახის დიდი ხნის მეგობარმა,  სტივ მანინგმა გაავრცელა. მისი თქმით, ტიტო ჯექსონი სავარაუდოდ გულის შეტევით, ნიუ-მექსიკოდან ოკლაჰომაში მგზავრობის დროს გარდაიცვალა. მოგვიანებით ჟურნალს People ტიტოს დისშვილმა, სიგი ჯექსონმა დაუდასტურა ინფორმაცია.

ტიტო ჯექსონი 1953 წლის 15 ოქტომბერს ინდიანას შტატში დაიბადა. მუსიკა მისი ოჯახური დინასტიის განუყოფელი ნაწილი იყო. 1960-იან წლებში ტიტომ ძმებთან, მაიკლთან, ჯერმეინთან, მარლონთან და ჯეკისთან ერთად ბენდი The Jackson 5 დააარსა. მოგვიანებით, 1997 წელს, ბენდი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

ტიტოს რიტმ გიტარის პარტიებითა და  ძმების ჰარმონიული ხმებით ძმებმა მუსიკალურ წარმატებას მალევე მიაღწიეს.  1968 წელს ბენდმა Motown Records-თან გააფორმა ხელშეკრულება. მათი სადებიუტო სინგლი I Want You Back  სენსაციად იქცა და ბილბორდ 100-ში პირველ ადგილს მიაღწია, ისევე, როგორც მათმა შემდგომმა ჰიტებმა – ABC და I’ll Be There.

მიუხედავად იმისა, რომ საოჯახო ბენდში უმცროსი ძმა მაიკლი ხშირად იპყრობდა ყურადღებას, ტიტოს ბენდში ყოფნას წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.  The Jackson 5-ის სადებიუტო ალბომმა Diana Ross Presents The Jackson 5 (1969) დასაბამი მისცა ბენდის საოცარ პოპულარობას. ამ ეპოქის მრავალი ტრეკი კი მუსიკალური კულტურის სტანდარტად იქცა.

1970-იან წლებში ბენდმა რებრენდიგი განიცადა, სახელი შეიცვალა და The Jacksons-ის სახელით გამოდიოდა. ტიტომ 1980-იან წლებში ძმებთან ერთად მრავალი ტურნე და შოუ გამართა. მას უდიდესი წვლილი აქვს ალბომების Destiny და Triumph-ის შექმნაში, რომელმაც ბილბორდ 200-ში და R&B ჩარტებში დიდ წარმატებას მიაღწია.

The Jackson 5-თან მუშაობის გარდა, 2016 წელს, ტიტო ჯექსონმა სოლო კარიერა დაიწყო, გამოსცა სადებიუტო ალბომი Tito Time, მისმა სინგლმა Get It Baby კი ბილბორდის Adult R&B Airplay ჩარტში მეცხრამეტე ადგილი დაიკავა.

ტიტო ჯექსონს ჰყავს სამი ვაჟი – ტაჯი, ტარილი და ტიჯეი, რომლებმაც  საკუთარი მუსიკალური ჯგუფი, 3T შექმნეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ტეილორ სვიფტი სძულს

შემდეგი სტატია

Super Bowl-ის მუსიკალური შოუს პროდიუსერის თქმით, ჰედლაინერზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯეი ზის ეკუთვნის

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი