ბათუმის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. 3 ოქტომბერს BIAFF 2024-ის დახურვის ცერემონია გაიმართა, სადაც ფესტივალის საკონკურსო სექციების გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
BIAFF-ის მხატვრულ ფილმების საერთაშორისო საკონკურსო სექცია
ჟიურის წევრები: გელა ბაბლუანი (საქართველო) – ჟიურის თავმჯდომარე, კატარინა კლიმკიევიჩი (პოლონეთი), ნიკოს პანაიოტოპულოსი (საბერძნეთი), ანჟეი სლოვიცკი (გერმანია), თინათინ ყაჯრიშვილი (საქართველო).
საუკეთესო ფილმი – „პანოპტიკონი”, გიორგი სიხარულიძე, საქართველო/საფრანგეთი/იტალია/რუმინეთი, 2024
საუკეთესო რეჟისურა – მათიას გლასნერი ფილმისთვის „მომაკვდავი”, გერმანია, 2024
საუკეთესო მსახიობი ქალი – სალომე დემურია ფილმში „ანტიკვარიატი”, რუსუდან გლურჯიძე, საქართველო/ფინეთი/შვეიცარია/გერმანია, 2024
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – გუსტაფ ჰამარსტენი ფილმში „ერთად 99”, ლუკას მოოდისონი, შვედეთი/დანია, 2023
ჟიურის სპეციალური მოხსენიება – დათა ჩაჩუა ფილმში „პანოპტიკონი”, გიორგი სიხარულიძე, საქართველო/საფრანგეთი/იტალია/რუმინეთი, 2024
BIAFF-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო საკონკურსო სექცია
ჟიურის წევრები: ქშიშტოფ გიერატი (პოლონეთი) – ჟიურის თავმჯდომარე, რინგაილე ლესცინსკიენე (ლიეტუვა), გიორგი ოვაშვილი (საქართველო).
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „ალდი”, გიორგი არაბული, საქართველო, 2024
ჟიურის სპეციალური დიპლომი – „იყავი ვინმე”, მიხაილ ტოჩეკი, პოლონეთი, 2024 / „პარალიზი”, ამირ ალი სისიპური, ირანი, 2024
BIAFF-ის სპეციალური პრიზი კინოში შეტანილი წვლილისთვის წელს ქართველ მსახიობს, გია ბურჯანაძეს გადაეცა.
ბათუმის რიგით მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 30 სრულმეტრაჟიანი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი.