პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი
პაატა ვახტანგიშვილი – მსახიობი

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა. ოჯახში სურდათ, რომ შვილს სამედიცინოზე ჩაებარებინა და თითქოს თავადაც არ იყო ამის წინააღმდეგი, მაგრამ სკოლის დასრულებისა და ერთწლიანი პაუზის შემდეგ სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო. მაშინდელ თეატრალურ ინსტიტუტში გამოცდები ყოველგვარი შესაბამისი მომზადების გარეშე რომ ჩააბარა და ჩაირიცხა, შინ მხოლოდ ამის შემდეგ გაამხილა, რომ „თეატრალურის“ სტუდენტი იყო…

პაატა ვახტანგიშვილი (სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი):

– თეატრალურში აქვსენტი გამსახურდიას ჯგუფში მოვხვდი. პირველივე კურსიდან დავიწყე სპექტაკლებში მონაწილეობა – ჯერ ისნის თეატრში, სწავლის დასრულების შემდეგ კი რუსთავში, გოგი ქავთარაძესთან. რაც შეეხება სოხუმის თეატრს, აქ ბევრი ახლობელი მყავდა, გარემოც მომწონდა. როცა იქ მივდიოდი, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ ოჯახში. ამიტომ, 2000 წელს დიმა ჯაიანთან მისვლა გადავწყვიტე. მახსოვს, ოთახში ის და ჯემალ ქირია ისხდნენ. გავეცანი და ჩემი სურვილი ვუთხარი. მაშინ არც შტატები იყო და არც ის სიტუაცია, ახალი მსახიობი რომ აეყვანათ. ეს რომ ამიხსნა, დავემშვიდობე და უკვე ოთახიდან გავდიოდი, როდესაც ბატონმა დიმამ მითხრა, სამშაბათს შეკრებაზე გელოდებიო. ეს ძალიან მაგარი მომენტი იყო… მალევე ჩავერთე სპექტაკლებში და სხვადასხვა როლზე დამაკავეს. სოხუმის თეატრში გიზო ჟორდანიას სპექტაკლში „ქალი ყვავილით“ რომ ვითამაშე, ის დღე კარგად მახსოვს: ბანკეტზე მითხრეს, რომ შტატში ვიყავი აყვანილი…

– ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ მიფიქრია ამ პროფესიისთვის თავი დამენებებინა. ხუთწლიანი იძულებითი პაუზა მქონდა, მაგრამ სცენაზე დაბრუნების სურვილი არ განმელებია. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ სეზონის დახურვის შემდეფ სცენა მენატრება ხოლმე. ის პერიოდიც კი მენატრება, როცა „თეატრალურის“ სპექტაკლებში ვმონაწილეობდი და სტუდენტობის წლებიც. საერთოდ, დღემდე, სადაც კი თავს კარგად ვგრძნობ, ყველა ის ადგილი მენატრება…

პაატა ვახტანგიშვილი – მსახიობი

– მუსიკა სპექტაკლში?! ბოლო დროს დათო საყვარელიძის სპექტაკლების მუსიკალური გაფორმებით ვკაიფობ. მანამდე ბევრი რამ მოსმენილი არც მქონდა და ამიტომ ყოველთვის ინტერესით ველოდები. საერთოდ, ყველა ჟანრს ვუსმენ. „თეატრალურის“ პერიოდში და მანამდეც ვუსმენდი: „პინკ ფლოიდს“, „ლედ ზეპელინს“, „მეტალიკას“… ამ მუსიკის მოსმენისას ღამეებსაც ვათენებდი, მაგრამ ახლა ფოლკლორს დიდი დოზით ვუსმენ და ზოგჯერ მეტირება ხოლმე. ადრე უფრო არ მესმოდა ფოლკლორის მუღამი. ახლა 48 წლის ვარ და, რაც ასაკში შევდივარ, რაღაცეებს სხვანაირად ვუყურებ და ვამუღამებ. ამოჩემებული სიმღერა არ მაქვს. რამე სპეციალურად რომ ჩავრთო და ვისმინო, ასე არ ხდება, მაგრამ შეიძლება მანქანაში მგზავრობისას რომელიმე ერთი სიმღერა ან კომპოზიცია „შემხვდეს“, ჩემს იმ დღის ხასიათს მოერგოს და მთელი დღის განმავლობაში ათჯერ გადავახვიო და ამით კმაყოფილი დავრჩე. გამოდის, ხასიათის კაცი ვარ…

ადრე გიტარის დაკვრით ვერთობოდი. სიმღერას რაც შეეხება, ვმღერი, კი, გამომდის… სპექტაკლებში პატარ-პატარა წამღერებამაც მომიწია, მათ შორის იყო სპექტაკლში „ქალი ყვავილით“, მაგრამ ისეთი როლი არ მქონია, რომ „სერიოზულად“ მემღერა… 

– სიმართლე გითხრათ, როლზე შინ არ ვემზადები. კი, პიესას ვკითხულობ, მაგრამ მირჩევნია რამდენიმე საათი ან მთელი დღე თეატრში ვიყო და იქ მოვემზადო, ვისწავლო… არასდროს ამომიჩემებია რომელიმე ავტორი ან ნაწარმოები და არც ჰამლეტის როლზე მიოცნებია. ზოგჯერ „ესპანური სირცხვილი“ მემართება, როცა რამე ფილმს, სპექტაკლს ვუყურებ ან ვინმეს ნამღერს ვისმენ. შიგნით ვგრძნობ, რომ ეს ის არ არის, რაც მინდოდა მენახა ან მომესმინა. ეს ჩემზეც მემართება, მიფიქრია, ეს რატომ გავაკეთე-მეთქი, მაგრამ ვცდილობ არ გამოვხატო, უბრალოდ მაწუხებს და სირცხვილს განვიცდი.

პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი
პაატა ვახტანგიშვილი – მსახიობი

– დღეს რა პერიოდია, ყველა ვხედავთ. ყველგან ერთი და იგივე სახეების დანახვა მოსაბეზრებელია. ეს მსახიობებსაც ეხება და რეჟისორების არჩევანსაც. თითქოს ახალი სახე არავის აინტერესებს. ფილმებში და სერიალებში ვთამაშობდი, ადრე აქტიურად დავდიოდი კასთინგებზეც, მაგრამ გადაღებები ყოველთვის მოკლევადიანი იყო. კარგი იქნება, ამ მხრივ ვიყო დაკავებული. ამიტომ, ახლა ის ეტაპი მაქვს, როცა კინოზე ვფიქრობ. თეატრი მიყვარს, პატივს ვცემ და ამ სფეროში ყოველთვის ვიქნები, მაგრამ კინო მაინტერესებს. მგონი, დროა ამ მიმართულებითაც გადავდგა ნაბიჯები…

ლოკაცია: სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი. მის: დ. უზნაძის ქ. N68

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სოფო ბათილაშვილი მსმენელის წინაშე ახალი ბენდით წარდგა

შემდეგი სტატია

ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუზე გამოვიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილი ამერიკელი არტისტი Oliver Tree 32 წლის ასაკში გარდაიცვალა

არტისტმა ცოტა ხნის წინ მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელიც საქართველოში, დიდგორის ბრძოლის მონუმენტის ფონზეა გადაღებული.
მეტი

„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს.
მეტი

თამაშისთვის დაბადებული: მსოფლიო ჩემპიონატის წინ ერნია და სანტიაგო ხიმენესი ერთმანეთს ხვდებიან

იტალიელი რეპერი და მექსიკელი თავდამსხმელი, რომელიც AC მილანში თამაშობს, საუბრობენ ფეხბურთზე, მუსიკაზე, ცხოვრებასა და დაბრკოლებებზე - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, რომელსაც სანტიაგო სამშობლოში თამაშობს.
მეტი

ზეკა პაგოდინიო, რომარიო და ბებეტო: სამი ლეგენდა მუსიკაზე, ფეხბურთზე, ბრაზილიასა და წვეულებებზე საუბრობს

Billboard ბრაზილიამ ცნობილი ავტორ-შემსრულებელი და ლეგენდარული ფეხბურთელები ერთმანეთს შეახვედრა.
მეტი

მსოფლიოს უდიდესი სპორტული მოვლენის მუსიკალური მეხსიერება – ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერები

მუსიკალური მომენტები, რომლებიც არანაკლებ დასამახსოვრებელი გახდა, ვიდრე საფეხბურთო მატჩები.
მეტი

უსმან დემბელე და Ninho თავიანთ დიდ გამარჯვებებზე, დამარცხებებსა და შთაგონების წყაროზე საუბრობენ

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ორი ვარსკვლავი, რომლებიც საფრანგეთის ღარიბი უბნებიდან მოდიან, საკუთარ გზას იხსენებს.
მეტი