შონ კომბსი დაკავების შემდეგ ინსტაგრამზე პირველ პოსტს აქვეყნებს

Diddy-ს სასამართლო პროცესი მაისში დაიწყება. რეპერმა დაკავების შემდეგ პირველი ინსტაგრამ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ორი წლის ქალიშვილის იუბილეს ულოცავს
შონ კომბსი iHeartRadio-ს მუსიკალურ ფესტივალზე, 2022 წლის 24 სექტემბერს, ლას-ვეგასში. ფოტო კევინ უინთერი.
შონ კომბსი iHeartRadio-ს მუსიკალურ ფესტივალზე, 2022 წლის 24 სექტემბერს, ლას-ვეგასში. ფოტო კევინ უინთერი.

15 ოქტომბერს Diddy-მ სოციალურ მედიაში დუმილი დაარღვია და ინსტაგრამზე ქალიშვილს, ლავ შონ კომბსს, დაბადების დღე მიულოცა.

ლავ კომბსს 15 ოქტომბერს 2 წელი შეუსრულდა. რეპერმა ინსტაგრამზე ქალიშვილის რამდენიმე ფოტო შემდეგი ტექსტით გამოაქვეყნა:

„გილოცავ დაბადების დღეს… გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო საყვარელო, ჩემო პატარავ, მამას უყვარხარ…” წერს რეპერი პოსტში.

ინსტაგრამ პოსტს კომენტარები გამორთული აქვს და ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ განთავსდა პოსტი, როცა Diddy ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

ბილბორდი კომენტარისთვის შონ კომბსის წარმომადგენელს დაუკავშირდა.

შონ  კომბსი ნიუ იორკში 16 სექტემბერს დააკავეს,  მას შემდეგ, რაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სექსუალური ძალადობის კუთხით ბრალი წაუყენა. Diddy-ს ადვოკატ მარკ აგნიფილოს თქმით, რეპერი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

გასულ კვირას Diddy-ს იურიდიულმა გუნდმა სასამართლოს მიმართა და მოითხოვა გამოძიება იმის შესახებ, გაჟონა თუ არა ფედერალური ხელისუფლებიდან საქმის მტკიცებულებებმა მედიაში, მათ შორის 2016 წელს სათვალთვალო კამერებით გადაღებულმა ვიდეომ, სადაც შონ კომბსი ლოს-ანჯელესის სასტუმროში ფიზიკურად უსწორდება თავის იმდროინდელ პარტნიორს.

შონ კომბსს არაერთხელ უთხრეს უარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე.  რეპერი გისოსებს მიღმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე, 2025 წლის მაისამდე დარჩება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოზი ოზბორნის ყოფილი გიტარისტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

შემდეგი სტატია

მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეიმ პეინი

პოპ-მომღერალი, სიმღერების ავტორი და One Direction-ის ყოფილი წევრი ლიემ პეინი, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა

პოლიციის ინფორმაციით, ის არგენტინაში სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოვარდა.
მეტი
ანგელა ბიენსე, თინა ნოულზი, ბიონსე, კელი როულენდი და სამანტა ბარი Glamour -ის წლის ქალის ღონისძიებაზე, 2024 წლის 8 ნოემბერი ნიუ იორკი. ფოტო ჯეიმი მაკკარტი

ბიონსეს დედის, თინა ნოულზის წარმოთქმულმა სიტყვებმა დედობრივი სიხარულის შესახებ, მომღერალს ცრემლები მოჰგვარა

სუპერვარსკვლავის დედა ჟურნალ Glamour-ის წლის ქალების ღონისძიებაზე დააჯილდოვეს
მეტი
ანდრეა ბოჩელი Andrea Bocelli Foundation

ანდრეა ბოჩელის ინკლუზიური ჩართულობისთვის ჯილდო გადაეცემა

ჯილდოს Ruderman-ის ფონდი აწესებს, რომელიც წარსულში სელენა გომესს, ევა ლონგორიას, ტარაჯი პ. ჰენსონს და ძმებ ფარელებს აქვთ მიღებული
მეტი
Diddy 2023 წლის Invest ფესტივალზე. Paras Griffin/Getty Images

Diddy ნიუ-იორკში დააკავეს

რეპერის ადვოკატის თქმით, კომბსს არაფერი აქვს დასამალი და მოუთმენლად ელის სასამართლოს ძალით საკუთარი რეპუტაციის აღდგენას.
მეტი
დონალდ ტრამპი 2024 წლის 10 სექტემბერი r> MATTHEW HATCHER/AFP via Getty Images

დონალდ ტრამპი ტეილორ სვიფტის განცხადებას გამოეხმაურა – „მისმა პოლიტიკურმა პოზიციამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მის შოუ ბიზნესზე” – თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა

ტეილორ სვიფტმა განცხადებაში მხარი დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისს დაუჭირა
მეტი
ტეილორ სვიფტი The Eras - ტურნეზე, 2024 წლის 29 მაისი, ესპანეთი Xavi Torrent/TAS24/Getty Images for TAS Rights Management

ტეილორ სვიფტი პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისს მხარდაჭერას უცხადებს

„მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას მეტის მიღწევა შეუძლია, თუ ჩვენ სიმშვიდით და არა ქაოსით ვიხელმძღვანელებთ", - აცხადებს სვიფტი
მეტი