Tyler, the Creator შემოქმედების ახალ ეტაპს აანონსებს 

სოციალურ ქსელში რეპერმა ვიდეო St. Chroma გამოაქვეყნა.
Tyler The Creator
Rodin Eckenroth/WireImage

Tyler, the Creator-ის შემოქმედებაში ახალი ეტაპი იწყება. მისი გრემის მფლობელი ალბომის, Call Me If You Get Lost-ის გამოცემიდან სამი წლის შემდეგ რეპერი ახალ ეპოქას აანონსებს. 

ამის შესახებ ტაილერმა  გულშემატკივარს სოციალურ მედიაში St. Chroma-ს ვიდეოს გამოქვეყნებით ამცნო. შავ-თეთრ კლიპში ნიღბიანი ადამიანი დაჰიპნოზებულ ჯარისკაცებს მიუძღვება, რომლებიც რეპის ფონზე მწყობრი ნაბიჯით უდაბნოში მიდიან. ბოლოს კი შედიან კონტეინერში, წარწერით Chromakopia. კონტეინერი ფეთქდება, რის შედეგადაც შავ-თეთრი ეკრანი ფერადი ხდება. 

ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა St. Chroma ტაილერის შემოქმედების ახალი ეტაპის გამხსნელი კომპოზიცია. ვიდეოზე ბევრმა ცნობილმა სახემ დააკომენტარა, მათ შორის არიან სოლანჟ ნოულზი, Lil Yachty, IDK, Lil Dicky და სხვები. ფანების ნაწილის აზრით, Chromakopia ტაილერის შემდეგი ალბომის სახელწოდება იქნება.

2011 წელს სადებიუტო ალბომ Goblin-ის შემდეგ, Tyler, the Creator ყოველ ორ წელიწადში ახალ ალბომს უშვებდა. ეს ტენდენცია 2021 წლამდე გაგრძელდა, როცა რეპერმა Call Me If You Get Lost გამოსცა. ტრადიცია ტაილერმა 2023 წელს დაარღვია და ახალი ალბომი აღარ გამოუშვია. 

მართალია ტიმოთი შალამესა და გვინეთ პელტროუსთან ერთად მან თავისი პირველი კინოროლი შეასრულა ფილმში A24, თუმცა ტაილერი მუსიკალურად პასიური იყო 2024 წელსაც. ახლა კი, წლის მიწურულს მან გულშემატკივარს კარიერის ახალი ეტაპის შესახებ ამცნო. ანონსი წინ უძღოდა Camp Flog Gnaw Carnival-ის ფესტივალს, რომელიც 16 და 17 ნოემბერს გაიმართება და რომლის ჰედლაინერიც სწორედ ტაილერია. 

რაც შეეხება Call Me If You Get Lost-ს, ალბომი 2021 წლის ივნისში გამოვიდა და Billboard 200-ის პირველ ადგილზე გავიდა. ჩანაწერმა 2022 წელს რეპერს გრემი მოუტანა საუკეთესო რეპალბომის კატეგორიაში. 

ნახეთ ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ამო” – ირაკლი ჩარკვიანის ალბომი ფირფიტაზე გამოიცა

შემდეგი სტატია

Tyler, the Creator ალბომ Chromakopia-ს გამოსვლის თარიღს ასახელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

შოუში – Hot Ones პენელოპე კრუსმა Bad Bunny-სთან ერთად სცენაზე ასვლასა და U2-ს სოლისტისგან დაბადების დღეზე მიღებულ უჩვეულო საჩუქარზე ისაუბრა

„უკვე ხუთჯერ ვიყავი მის კონცერტზე. მაგრამ პირველად, პუერტო-რიკოში, ბენიტო მოვიდა ჩემთან და მთხოვა, სცენაზე გავყოლოდი სიმღერის წარსადგენად,” – გაიხსენა მსახიობმა.
მეტი

ლიამ გალაგერი მექსიკა-ინგლისის თამაშის წინასწარ პროგნოზს აკეთებს

„კვირას ვნახავთ, რა მოხდება, მეგობარო,” - პასუხობს ბრიტანელ მუსიკოსს მექსიკელი როკერი და Maná-ს სოლისტი ფერ ოლვერა.
მეტი

Madonna ახალი ალბომით, Confessions II-ით ბრუნდება

2005 წლის ალბომის, Confessions on a Dance Floor-ის გაგრძელება - Confessions II, რომელიც მოიცავს კოლაბორაციებს საბრინა კარპენტერთან, Feid-თან, პოპლეგენდის ქალიშვილ ლოლა ლეონთან და სხვა არტისტებთან
მეტი