All I Want for Christmas-ის საავტორო უფლებების საქმეს მოსამართლე, სავარაუდოდ, მერაია კერის სასარგებლოდ გადაწყვეტს

სარჩელში მისისიპელი არტისტი ვინს ვენსი ამტკიცებს, რომ კერის მთავარი საშობაო სიმღერა მისი 1989 წლის იმავე სახელწოდების კომპოზიციის საავტორო უფლებებს არღვევს.
მერაია კერი
Kevin Mazur

ორ წელიწადზე მეტი გავიდა, რაც მერაია კერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიდა, რომელშიც მომღერალს საშობაო ჰიტის, All I Want for Christmas-ის მოპარვაში სდებენ ბრალს. ახლახან კი მოსამართლემ განაცხადა, რომ საქმეს, სავარაუდოდ, მერაია კერის სასარგებლოდ გადაწყვეტს და სარჩელს უარყოფს. 

იურიდიული დავა 2022 წლის ზაფხულში დაიწყო, როცა მისისიპელმა არტისტმა ვინს ვენსმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ მერაია კერის ცნობილი სიმღერა მისი 1989 წლის იმავე სახელწოდების კომპოზიციიდან იყო მოპარული. ვენსი 20 მილიონ დოლარს მოითხოვდა, თუმცა საბოლოოდ საქმე დაიხურა.

ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის ნოემბერს, არტისტმა სარჩელი განაახლა. საქმეს ახალი დეტალები და თანამოსარჩელე დაემატა – ტროი პაუერსი, რომელიც ამტკიცებდა, რომ თავდაპირველი სიმღერის თანაავტორი იყო. 

„მერაია კერიმ ეს სიმღერა ნებართვის გარეშე გაასაღა თავისი არასარწმუნო ისტორიით ისე, თითქოს ნამუშევარი მას ეკუთვნოდა,” – წერს სარჩელში ვენსის ადვოკატი. „მისი სიმღერის თანაავტორსაც კი არ სჯერა იმ ისტორიის, რასაც ის ავრცელებს. ეს დარღვევა უბრალოდ სასამართლო დევნის საფუძველია.”

ახალ სარჩელში განხილულია სიმღერებს შორის მსგავსებაც და წერია, რომ ლინგვისტური სტრუქტურითა და მუსიკალური ელემენტებით კერის ვერსია 50 პროცენტზე მეტით აკოპირებს ვენსის ნამუშევარს. 

ამ წლის აგვისტოს კერის იურიდიულმა გუნდმა საქმის დახურვა მოითხოვა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სიმღერებს შორის ნებისმიერი არსებული მსგავსება შემთხვევითია. 

ახლა კი, როგორც Rolling Stone იუწყება, მოსამართლემ განაცხადა, რომ კერის მოთხოვნა, სავარაუდოდ, დაკმაყოფილდება. მოსამართლემ აღნიშნა ისიც, რომ განიხილავს მომღერლის გუნდის მიერ მოსარჩელის დასანქცირების მოთხოვნასაც, უსაფუძვლო სარჩელის შეტანის მოტივით.

კერის ადვოკატი ამბობს, რომ მსგავსება, რაც მოსარჩელის მიერ დაქირავებულმა მუსიკოლოგებმა აღმოაჩინეს, მოიცავს ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა „სანტა კლაუსი” და „ფითრი” (mistletoe), რომლებიც საყოველთაო საკუთრებას წარმოადგენს. 

ჯერჯერობით მოსამართლეს ოფიციალური განაჩენი არ გამოუტანია და ამისთვის არც კონკრეტული თარიღი განუსაზღვრავს. 

1994 წელს გამოცემული All I Want for Christmas is You, მერაია კერის საშობაო ალბომიდან, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სადღესასწაულო სიმღერაა ისტორიაში. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ის ჩარტების ლიდერ პოზიციაზე დაბრუნდა და სადღესასწაულო სეზონზე  Billboard Hot 100-ის პირველ ადგილს იკავებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრიტნი სპირსის სიმღერის …Baby One More Time-ის კლიპს Youtube-ზე მილიარდი ნახვა აქვს

შემდეგი სტატია

DICK VALENTINE (ELECTRIC SIX) IN TBILISI

Electric Six-ის ფრონტმენის, დიკ ვალენტაინის კონცერტი თბილისში – ბილბორდ საქართველოს ინტერვიუ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი