ბეტი უაითის პატივისცემის ნიშნად საფოსტო მარკას გამოუშვებენ

საფოსტო მარკა ბევრისთვის საყვარელი იუმორისტული სერიალის, The Golden Girls-ის ვარსკვლავს, ბეტი უაითს ეძღვნება, რომელსაც USPS 2025 წელს გამოსცემს
ბეტი უაითი, 2015 წლის 20 ივნისს, ლოს-ანჯელესი ამანდა ედვარდსი/WireImage
ბეტი უაითი, 2015 წლის 20 ივნისს, ლოს-ანჯელესი
ამანდა ედვარდსი/WireImage

ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სამსახური ბეტი უაითის სახელობის მარკას გამოუშვებს.  ყველასთვის საყვარელი მსახიობი ცნობილი გახდა ფილმებით:  The Golden Girls, The Mary Tyler Moore Show, Boston Legal და სხვა. საფოსტო მარკის გამოშვების ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა 15 ნოემბერს კომპანია USPS-მა განაცხადა, რომ ბეტი უაითი საფოსტო მარკაზე 2025 წელს გამოჩნდება. მსახიობი 2021 წლის დეკემბერში, 100 წლის იუბილემდე ერთი კვირით ადრე გარდაიცვალა.

„ამერიკული ტელევიზიის სახე, მსახიობი ბეტი უაითი (1922-2021), შვიდი ათწლეულის განმავლობაში უზიარებდა მაყურებელს თავის იუმორსა და  სითბოს. იგი იყო კომედიური ჟანრის მსახიობი, რომელმაც ახალგაზრდა თაობების გული 90 წლის ასაკშიც კი მოიგო. ბეტი უაითი ასევე ცნობილი იყო, როგორც თავდადებული ცხოველთა დამცველი“, –  განაცხადა საფოსტო სამსახურმა. საფოსტო მარკა ცნობილი ფოტოგრაფის, კვაკუ ალსტონის მიერ გადაღებული მომღიმარი ბეტი უაითის ფოტოს ინსპირაციით არის შექმნილი, რომელიც 2010 წელს არის გადაღებული.

ბოსტონელმა მხატვარმა დეილ სტეფანოსმა ალსტონის ფოტოდან ციფრული ილუსტრაცია შექმნა.

“მინდა ჩემს 18 წლის თავს ამ მარკით წერილი გავუგზავნო და ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება”, – დაწერა მხატვარმა ფეისბუქზე.

ბეტი უაითის საფოსტო მარკის გამოშვებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

„ბეტი უაითი მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ჩემი გმირი იყო! პატარაობისას  თოჯინა მქონდა, რომელსაც ბეტი უაითი დავარქვი,“ – დაწერა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ტვიტერზე.

ბეტი უაითმა კეთილშობილი იმიჯის და თამამი იუმორის სინთეზით ყველას გული მოიგო. მისი სატელევიზიო კარიერა 1950-იან წლებში დაიწყო და განსაკუთრებულ წარმატებას ასაკის მატებასთან ერთად მიაღწია.

„ის იყო ერთადერთი SNL-ის წამყვანი, რომელსაც წვეულებაზე აუდიტორიამ ფეხზე წამომდგარმა გაუმართა ოვაციები. ღონისძიებაზე ბეტიმ არაყი და ჰოთდოგი შეუკვეთა და ბოლომდე დარჩა“, – დაწერა ტელეწამყვანმა სეთ მაიერსმა ტვიტერზე მისი გარდაცვალების შემდეგ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ინდი-MIND – ახალი პროექტი, რომელიც ქართველ მუსიკოსებს აუდიტორიის წინაშე განსხვავებული ფორმატით წარადგენს

შემდეგი სტატია

ოსკარის ნომინაციების პროგნოზი საუკეთესო მუსიკალური გაფორმების და საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიებისათვის

შეიძლება დაგაინტერესოთ

TOMORROW X TOGETHER Courtesy of BIGHIT MUSIC

TOMORROW X TOGETHER „იუნისეფის“ ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზეა ფოკუსირებული

„დახმარების თხოვნა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ,“ - ამბობს SOOBIN ახალი ვიდეოში.
მეტი

ბრიტნი სპირსი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააკავეს

„ეს სამწუხარო ინციდენტია, რომელსაც გამართლება არ აქვს“, - განუცხადა Billboard-ს პოპვარსკვლავის წარმომადგენელმა.
მეტი
Cher ესწრება 2024 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიას. 2024 წლის 19 ოქტომბერი, ქლივლენდი, ოჰაიოს შტატში. ფოტო: არტურო ჰოლმსი / Getty Images

Cher-ის ვაჟს ნიუ ჰემფშირის კერძო სკოლაში ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ტერიტორიაზე უკანონო შეჭრაში დასდეს ბრალი

ოლმანს, რომლის მამაც გრეგ ოლმანი იყო, ასევე ედება ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში
მეტი
Manchester Orchestra - ტიმ ვერი, 2025 წლის 19 DANIEL KNIGHTON/GETTY IMAGES

Manchester Orchestra-ს დრამერი ტიმოთი ვერი გარდაიცვალა  – ინფორმაციას ბენდი ადასტურებს

„ჩვენ ყველანი ვშიშობდით ამ ამბის გაზიარებას, რადგან ჯერ კიდევ სრულ შოკში ვართ,“ - აცხადებს Manchester Orchestra.
მეტი
ჯეიმს ვან დერ ბიკი და Ke$ha ლას ვეგასი, 2011 წლის 7 მაისი დენიზ ტრუსელო/WIREIMAGE

KESHA-მ ჯეიმს ვან დერ ბიკის ხსოვნას პატივი მიაგო

ცნობილი ვარსკვლავი ჯეიმს ვან დერ ბიკი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობის შემდეგ  KESHA მსახიობთან გატარებულ  დროს იხსენებს…
მეტი